FM97.5 / LIVE

რაში ედავება პროკურატურას ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი?

მთავარისამართალი 21.01.2014
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, თუმცა, იმავე საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული ამ დრომდე პატიმრობაშია; ადვოკატის მტკიცებით, იგი ხვედელიანის გამო ჰყავთ დაკავებული.

რაში ედავება პროკურატურას ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი?
ბორჯომის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ზ. ლ. სამი თვეა რაც პატიმრობაში, გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება. მას ბრალდების მხარე ყალბი ჩანაწერის გაკეთებასა (სსკ-ის 341-ე მუხლი) და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემას ( სსკ-ის 371-ე მუხლი) ედავება.

ზ.ლ. 2013 წლის 19 ოქტომბერს იმ საქმის გამო დააკავეს, რომელზეც ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს მამუკა ხვედელიანსა და მის თანამშრომლებს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ამავე წლის 3 ივლისს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. მოგვიანებით, 17 დეკემბერს იგივე ეპიზოდზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. საქმე ახალდაბის ეპიზოდს ეხება, რომლის თანახმადაც 2011 წლის 27 მაისს ახალდაბაში რესტორან „ბურჯებში“ მომხდარი ჩხუბის გამო 3 პირი დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ხვედელიანსა და მის თანამშრომლებს ბრალდება ედავებოდა, რომ ეს სამი ადამიანი ჩხუბის კი არა, 26 მაისს თბილისში აქციაზე ყოფნის გამო დააკავეს. ლ.-ს კი რომელიც ჩხუბის ღამეს, 27 მაისს მორიგე იყო, ედავებიან, რომ ოქმში ყალბი შეტყობინება, თითქოს იმ ღამეს ახალდაბაში ჩხუბის შესახებ პოლიციაში ინფორმაცია შევიდა, ხვედელიანის დავალებით გაატარა.

„სასამართლოს განაჩენში წერია, რომ 2011 წლის 27 მაისს „ბურჯებში“ მოხდა ხულიგნობა, პოლიცია გავიდა შემთხვევის ადგილზე და სამი პირი კანონიერად დააკავა, - ამბობს ზ.ლ.-ს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე და ამატებს, რომ პირველი ინსტანციის ანუ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი ისე გამოიტანა, რომ ზ. ლ.ამ პერიოდში არავის დაუკითხავს.

მისი თქმით, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ხვედელიანის საქმეში ყალბ მოწმედ სჭირდებოდათ და ამიტომ დააკავეს: „სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში დაკთხვაზე დაიბარეს და 7 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. შემდეგ ყალბ ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს და დააკავეს“.

ბარძიმაძის განმარტებით, ჩვენებაში წერია, „რომ თითქოს, ხვედელიანის გამართლების ამბავი რომ გაიგო ლ.-მა თავად მივიდა პროკურატურაში და ჩვენება მისცა ხვედელიანის წინააღმდეგ, ასეთი კაცი ციხიდან როგორ გამოუშვითო. ზეწოლისგან უკვე ისე იყო, რომ ჩვენება არ წაუკითხავს, ხელი ისე მოაწერა“.

მოგვიანებით კი, როცა 5-გვერდიანი ჩვენება ნახა, განაცხადა, რომ აღნიშნული ჩვენება მისი ნაკარნახევის მიხედვით არ იყო დაწერილი.

ბარძიმაძის თქმით, ამის გამო პროკურატურამ მასზე ზეწოლა დაიწყო: „პროკურორებმა მიიყვანეს ზ. ლ. „მაგთის“ ოფისში, აჩუქეს მობილური ტელეფონი და სთხოვეს „მაგთის“ თანამშრომლებს, რომ პირადობა არ აქვს და პირადობის გარეშე მიეცით ნომერი, ფულს ჩვენ გადავიხდითო. ლ.-ს უთხრეს თუ ჭკვიანად იქნები და იმას იტყვი, რაც ჩვენ გვინდა, ეს მობილური შენი იქნება და კიდევ ბევრ კარგ საქმეს გაგიკეთებთ, თუ არადა ციხეში ამოგალპობთო“.

პროკურატურის ზეწოლის შესახებ ლ.-მ გენერალურ ინსპექციას 3-ჯერ მიწერა, მან მომხდართან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასაც შეატყობინა, თუმცა ამ დროდე მის არცერთ განცხადებას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„არ გატყდა ზ.ლ., ამიტომ პროკურატურამ ის ხვედელიანის საქმეში, რომელიც უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჰქონდათ გასაჩივრებული, მოწმედ ვერ გამოიყენა და ახლა უკვე უკანაც ვეღარ იხევენ“, - ამბობს ბარძიმაძე.

ამ დრომდე ლეკიშვილის საქმეზე სასამართლოში 3 არსებითი განხილვა გაიმართა. ბოლო პროცესი 20 იანვარს ჩატარდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში 22 მოწმიდან მხოლოდ ერთი დაკითხეს.

ბარძიმაძის თქმით, განსასჯელზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება: „უნდა იჯდეს ციხეში მანამდე, სანამ არ გატყდება, სანამ მამუკა ხვედელიანს ხელს არ დაადებს, მერე გამოუშვებენ“.

რაში ედავება პროკურატურას ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი?მისი განცხადებით, ლ.-ს სიყალბეზე ყალბი უწყებითვე ედავებიან: „აღკვეთი ღონისძიების განხილვისას პროკურატურამ თქვა, გამოვიძახეთ 17 ოქტომბერს, რომ 18-ში გამოცხადებულიყო, არ გამოცხადდა, 19-ში მოვიდა, ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ გამოძიებას მიემალება და უნდა დავაკავოთო. პროკურატურის სერვერს დაფიქსირებული აქვს, რომ უწყება 18 ოქტომბერს ამობეჭდეს, 17-ში ის ზ. ლ.-ს ვერანაირად ჩაბარდებოდა“.

რაში ედავება პროკურატურას ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი?
ადვოკატი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, ამ საქმეს სტრასბურგამდეც მიიტანს: „ეს აბსურდის თეატრია, ასე „ნაციონალები“ კი არა, გერმანიაში ფაშისტებიც არ იქცეოდნენ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვედელიანის საქმეში ბრალდებული საპატიმროს დატოვებს
როგორ რეაგირებენ მთავარ პროკურატურაში მოქალაქეებისა და ჟურნალისტების განცხადებებზე
მამუკა ხვედელიანის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გაამართლეს
მამუკა ხვედელიანის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს
მამუკა ხვედელიანის საქმეში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
ხვედელიანის სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
გოჩა ჯეირანაშვილი ხვედელიანის საქმეზე: ‘ნებისმიერ დროს იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი'