FM97.5 / LIVE

ახალციხეში ა ჰეპატიტის გავრცელების ეშინიათ

მთავარი 09.12.2013
ა ჰეპატიტის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სოფლის რწმუნებულებს, თავიანთ ტერიტორიულ ორგანოებში არსებული წყლის ავზების მდგომაროების შესახებ ინფორმაციის მოკვლევა დაავალა.

ახალციხეში ა ჰეპატიტის  გავრცელების ეშინიათ
9 დეკემბერის გამგეობის თათბირზე ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ფატი ხაბულიანმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში გავრცელებულ ა ჰეპატიტის დაავადებაზე ისაუბრა. ხაბულიანმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და სოფლის რწმუნებულებს ხერთვისში არსებული დაავადების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და პრევენციისკენ მოუწოდა.

„როცა პროექტები კეთდება, კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ ბასეინიების მოვლა-პატრონობასაც. პერიოდულად უნდა დაიქლოროს სოფლებში არსებული ყველა ბასეინი და შემოწმდეს წყლის ხარისხი, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავს დაავადებას თავიდან ვერ ავიცილებთ“,-განაცხადა ხაბულიანმა.

ინფორმაციის მიღების შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფლის რწმუნებულებს მომავალი თათბირისთვის მათ ტერიტორიულ ორგანოში არსებული ყველა ავზის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა დაავალა.

„იმისთვის, რომ 2014 წლის ბიუჯეტში სოფლლებში არსებული ბასეინების მოვლა პატრონობის ხარჯები გავითვალისწინოთ, ჯერ უნდა ვიცოდეთ ზუსტად რა რაოდენობის წყალი აქვს თითოეულ სოფელს და რა მდგომარეობაშია იქ არსებული ავზები",- განაცხადა ბესიკ ბლიაძემ.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში წყლის ხარისხის გასასინჯი ლაბორატორიაც გაკეთდეს.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში არის ლაბორატორიები, რომლებთანაც შეძლება ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა მიზანსეწონილად მიმაჩნია, რომ ჩვენი ლაბორატორია გვქონდეს, თვეში ერთხელ გაკონტროლდება წყლის ვარგისიანობა და ასევე, ამ პერიოდულობით დაიქლორება ბასეინებიც“, - განაცხადა გამგებელმა.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში ა ჰეპატიტის 22 შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დაავადება სასმელმა წყალმა გამოიწვია. ხერთვისში ბოტკინის ბოლო შემთხვევა 3 დეკემბერს გამოვლინდა და ვინაიდან დაავადების საინკუბაციო პერიოდი 50 დღე, არსებობს საფრთხე ინფექცია კიდევ გავრცელდეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძასა და ადიგენში ა ჰეპატიტი გავრცელდა
ბოტკინის 22 შემთხვევა 35-კომლიან სოფელში
სოფლებში ექთნის დანიშვნას ითხოვენ
ადიგენსა და ასპინძაში ბოტკინი გავრცელდა
რა დაავალა თამარ გოგოლაძემ  სოფლის რწმუნებულებს
ახალციხის თვითმმართველობამ რელიგიის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით ინფორმაციის მოკვლევა დაიწყო
გამგებელმა რწმუნებულებს შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოსთხოვა