FM97.5 / LIVE

'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2020
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილების ნაწილი მთაში, მომთაბარე მწყემსების მათი ტერიტორიიდან გასაყვანად წავიდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათ დახმარებას არ აპირებს, ამიტომ პრობლემებს თავად მოაგვარებენ.

'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

ამ წუთებში აქციის მონაწილეების ნაწილი „უზუნჩაირის“ მთისკენ მიემართება. მათთან ერთად მთაში მიდიან სამართალდამცველებიც.

„მერთან ვიყავით შესულები, გვითხრა, გთხოვთ გააჩერეთ ხალხი 2–3 დღითო და ამ დროში პასუხი იქნებაო. 20 დღის წინაც შევხვდით მერს, მაგრამ შედეგი არ არის. ჩვენ დავკარგეთ სათიბები, ამიტომ ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ამ საკითხს “, – ამბობს ჰაიგულან ალექსანიანი.

აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ მწყემსებთან მოლაპარაკებას ადგილობრივი თვითმმართველობა და პოლიცია უკეთესად შეძლებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონიერად უნდა მოხდეს ყველაფერი. დაველოდებით გამოძიებას და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება. ჩვენი სოფლიდან არ წასულან მთაში. დღეს მერიის წარმომადგენლებს კიდევ შევხვდებით და დავილაპარკებთ“, – ამბობს სოფელ ჭაჭარაქის მკვიდრი გრიგოლ ბეგოიანი.

ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ მომთაბარე მწყემსების ჩამოყვანა უკანონოდ მოხდა, შესაძლებელია გამოვლინდეს თაღლითობის ფაქტიც, ამიტომ იგი მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ თვითნებური მოქმედებისგან: "არის რამდენიმე პიროვნება ჩარეული, ვინც ესენი [მწყემსები] ჩამოიყვანა, არ ვიცი მოტყუებით თუ შეთანხმებით, არის საუბარი შესაძლო გარიგებებზე და შესაძლებელია იყოს თაღლითობის ფაქტიც, ამაზე შესაბამისი უწყებები გამოძიებას აწარმოებენ".

მერი აცხადებს, რომ ადგილობრივების მთაში ასვლა მწყემსებთან დაპირისპირებას გამოიწვევს.

"თქვენ დაზარალებული მხარე ხართ, ვიღაცამ არ გამოგიწვიოთ იქ და დანაშაული არ ჩაგადენინონ, ამიტომ ვცდილობთ ცივილიზებულად მოვაგვაროთ ეს საკითხი", – მიმართა შეკრებილებს მელიქიძემ.

მიუხედავად მერის მიმართვისა, აქციის მონაწილეების ნაწილი მთაში მაინც წავიდა, ისინი აცხადებენ, რომ თვითმმართველობას დასახმარებლად დრო საკმარისი ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.



ახალციხის 13 სოფლის მოსახლეობა სამხარეო ადმინისტრაციასთან დღეს, 10 ივლისსშეიკრიბა, ისინი მათი საძოვრებიდან მომთაბარე მწყემსების გაყვანას ითხოვენ.

მსგავსი აქცია ადგილობრივებმა 24 ივნისსაც გამართეს. მაშინ მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. დღევანდელ შეხვედრას ამირანაშვილი არ დასწრებია.

'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]
‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა
‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ -  ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]
‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე
გორელოვკაში აქციის მონაწილეები პოლიციის მისვლის შემდეგ დაიშალნენ
ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებას სთავაზობს
ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა