FM97.5 / LIVE

რეგიონული ენების შესახებ ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს

მთავარიპოლიტიკა 20.11.2013
"რეგიონული და ადგილობრივი ენების შესახებ" ევროპის საბჭოს ქარტიის რატიფიცირებაზე პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ განცახდებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ "საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ საინფორმაციო ცენტრ „მიუთიუნის“ კითხვას უპასუხა.

რეგიონული ენების შესახებ ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს
ინფორმაციას news.ge ავრცელებს.

ბესელიას თქმით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ კუთხით, ნეგატიური პიარი აწარმოა, რამაც საზოგადოებაზე ცუდი გავლენა მოახდინა.

„ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს დისკუსია და კონსულტაციები როგორც შიგნით, ასევე გვაქვს ევროპის საბჭოსთანაც, რომლის წინაშეც არის აღებული ეს ვალდებულება. ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ პირველ რიგში არის საჭირო მოსახლეობასთან გარკვეული საგანმანათლებლო ინფორმაციული სამუშაოების ჩატარება. სააკაშვილმა სამწუხაროდ ძალიან ნეგატიური პიარი დაიწყო. გემახსოვრებათ ცოტა ხნის წინ ისეთი სიუჟეტები იყო გაშვებული მედიაში, სადაც სააკაშვილის წარმომადგენელი განმარტავდა და ძალიან ნეგატიურ კომენტარებს აკეთებდა, რომლის დროსაც მან აღნიშნა რომ ეს არის სამშობლოს ღალატი და ეს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაა. ამან, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზე ძალიან ცუდად იმოქმედა", - განაცხადა ბესელიამ.

ბესელია აცხადებს, რომ საზოგადოებას უნდა განემარტოს რა არის ქარტია, რას ნიშნავს იგი, რა დატვირთვის მატარებელია: "ჯერ სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რომ ჩვენ მოვემზადოთ შემდეგ განხილვებისთვის".

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ განმარტა, რომ ახალქალაქი, რომელიც სომეხი ეროვნების ადამიანებითაა დასახლებული, ამ ქარტიის ფარგლებში ვერ ჯდება.

"ამ ქარტიაში ახალქალაქი ვერ ეტევა. თუ გვინდა, მაინც ჩავტიოთ, ახალქალაქის და ჯავახეთის სომხობამ არ უნდა მოახდინოს თვითიდენტიფიცირება სომხურ ეთნოსად და უნდა ვთქვათ, რომ გვქვს ახალი ეთნოსი - ჯავახი, ისევე როგორც აფხაზეთში. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ქარტიის პრინციპების თავისუფალი ინტერპრეტირება", - აღნიშნავს მელუა.

[SKnews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
ზალკალიანი ევროპის ქარტიის რატიფიკაციის შესახებ
ბესელიამ 'ოცნება' დატოვა, ფოფხაძე ტოვებს თუ არა უმრავლესობას 25 თებერვალს განაცხადებს
პაატა ზაქარეიშვილი: „ჩვენ თამამად ვლაპარაკობთ დოკუმენტზე, რომელიც ახალქალაქის საკრებულოში მიიღეს“
ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”
პაატა ზაქარეიშვილი: ”რატიფიკაცია  არ ნიშნავს ავტომატურად სტატუსის მინიჭებას”
სააკაშვილი: ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი