FM97.5 / LIVE

ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა

მთავარისიახლე, შემთხვევა 09.05.2020
ახალქალაქის სოფელ გოგაშენში 23 წლის ახალგაზრდა ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაიცვალა. იგი ტკიპას კბენის შედეგად დაავადდა.

ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა

23 წლის ინფიცირებული ახალქალაქიდან თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მას დაავადება საქონლიდან, ტკიპის ნაკბენით განუვითარდა.

„ანალიზებით დადასტურდა, რომ ნამდვილად ყირიმ-კონგოს ცხელება იყო, სავარაუდოდ, ტკიპას ნაკბენიდან გადაედო“.

დავისურებული ახალგაზრდა პირველად ახალქალაქის საავადმყოფოში შეიყვანეს: „მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ჩვენთან არ უმკურნალია. ჩვენ დავსვით დიაგნოზი, რომ ყირიმ-კონგოს ცხელება იყო. გამოვიძახეთ რეანომობილი და გადაიყვანეს თბილისში“, - ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე თოროსიანი.

ახალგაზრდა ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 აპრილს შეიყვანეს.

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელების წელს უკვე მეორე შემთხვევა. ინფექციით უკვე ერთი კვირაა ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს ადიგენში მცხოვრები 56 წლის მამაკაცი.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. ტკიპა, დაავადებულ ცხოველზე ან მღრნელზე კბენის დროს ინფიცირდება. თუ ვირუსის მატარებელმა ტკიპამ შემდეგ ადამიანს უკბინა, იგი სავალალო შედეგებს იწვევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დაავადების გავრცელების მხრივ სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ენდემური რეგიონია.

2018-2019 წლებში სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ვირუსით ადამიანთა დაავადების ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე თემაზე ნახეთ:

რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს

ექიმი გვირჩევს: ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში 56 წლის კაცს ყირიმ-კონგოს დიაგნოზი დაუსვეს
საქართველოში წელს ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ
ექიმი გვირჩევს: ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება [ვიდეო]
რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს - ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა ახალციხეში
ახალციხის სოფელ ივლიტაში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა დაფიქსირდა
ყირიმ - კონგოს დაავადების პრევენციული ღონისძიებები