FM97.5 / LIVE

ბიოგაზი ზაზალოს თემში ®

მთავარისიახლე, რეკლამა 08.05.2020
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაზალოში ხორცილედება პროექტი „სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაბალნახშირბადიანი ენერგორესურსებისადმი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაზალოს მაგალითზე”.

ბიოგაზი ზაზალოს თემში ®

პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის თემების დაბალნახშირბადიან ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისგან სარგებლის მიღებაზე ხელშეწყობა, მდგრადი ტექნოლოგიების დანერგვისა და ცნობიერების ამაღლების გზით. რაც ამავდროულად ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას, ალტერნატიული, დაბალემისიური ტექნოლოგიების გავრცელებასა და მოსახლეობის სოციალური და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტის სამიზნე სოფელს წარმოადგენს სოფელი ზაზალო (უდეს თემი). პროექტი ითვალისწინებს სოფელში არსებულ ფერმაში 20 კუბ.მ. ტევადობის თანამედროვე ტიპის ბიოგაზის დანადგარის დაყენებას 20 წლიანი გარანტიით.

ბიოგაზის დანადგარი ენერგიის და სასუქის თანამედროვე წყაროა. ის აუმჯობესებს ჰიგიენურ პირობებს და დიასახლისის შრომის პირობებს, იცავს ბუნებას, ამცირებს ენერგრტიკულ და საბიუჯეტო ხარჯებს, მაღლა სწევს სოფლად ცხოვრების დონეს.

ამ დროისთვის, ფერმაში ყველა ენერგეტიკული რესურსის დაყმაყოფილება ხდება შეშის ხარჯზე, რის შედეგადაც შეშის ყოველწიური ხარჯი აღემატება 60 კუბ.მ.-ს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ბიოგაზის მოწყობილობის დაყენება კი საშუალებას მისცემს მათ ფერმაში დაგროვილი საქონლის ნაკელის გადამუშავების შემდეგ განათების გარდა, ენერგიაზე მოთხოვნილება - საწარმოო და საცხოვრებელი ფართის გათბობა, წყლის გაცხელება, რძის გადამუშავებისათვის საჭირო თბური ენერგია მთლიანად დაკმაყოფილდეს ბიოგაზის ენერგიით, რაც შედეგადაც ყოველწლიურად მოჭრას გადაურჩება 60 კუბ.მ.-ზე მეტი შეშა;

გარდა ამისა, დაგეგმილია მომსახურე პერსონალისათვის განკუთვნილ 3 ოთახში, გათბობის სისტემის დაყენება, რითაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჩანაცვლდება დაახლოებით 15 კუბ.მ საწვავი შეშა. ყოველივე ამის შედეგად; საერთო ჯამში კი, ყოველწლიურად გაჩეხვას გადაურჩება რამდენიმე ჰექტრი ტყე. საწვავი მერქანის ბიოგაზით ჩანაცვლების გამო ატმოსფეროში CO2-ზე გადათვლით, ყოველწლიურად აღარ გაიფრქვევა 15-16 ათასი ტ. სათბური აირები, ხოლო დანადგარის ექსპლოატაციის 20 წლიან პერიოდში, CO2-ზე გადათვლით, აღარ გაიფრქვევა 300-320 ათასი ტ. სათბური აირები.

ბიოგაზის დანადგარში გადამუშავების შედეგად მიღებული თხევადი ბიომასა ყოველწლიურად გაანოყიერებს 10-12 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს ბუნებრივი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, სასუქით, რის შედეგადაც, ბიოგაზის ექსპლოატაციის 20-წლიან პერიოდში, ჩანაცვლდება 250 ტონაზე მეტი აზოტოვანი და სხვა ქიმიური სასუქი, ამ პერიოდში დაბინძურებას გადაურჩება 200-250 ჰა ნიადაგი. ხელი შეეწყობა ნიადაგის დაცვასა და გარემოს კონსერვაციას.

ბიოსასუქს რიგი უპირატესობები აქვს: ძვირი მინერალური სასუქის შენაცვლებით თითქმის იგივე მოსავალი მიიღება, გარემოს არ აბინძურებს, სარეველების თესლს არ შეიცვავს და უსუნოა. ბიოსასუქის გამოყენებით ნიადაგის სტრუქტურა უმჯობესდება, მასში ორგანული ნივთიერებების წილი იზრდება, მეტი ტენი გროვდება და მცენარეები გვალვას უკეთ იტანენ.

პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სუფთა ენერგიით გაუმჯობესებული ცხოვრება [Photo/Video]
სამცხე–ჯავახეთში უკანონო სახერხები დალუქეს
რითი თბებიან სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
ახალციხის ბაღებში საწვავი შეშის შეტანა დაიწყეს
ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებულებს თანადაფინანსებას ჰპირდებიან
 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
დღეს “დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია დაიწყო (R)