FM97.5 / LIVE

6 მაისს სეტყვაა მოსალოდნელი – კვირის ამინდის პროგნოზი

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.05.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში 8 მაისის ჩათვლით, წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები 6 მაისს, რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში სეტყვას ვარაუდობენ.

6 მაისს სეტყვაა მოსალოდნელი – კვირის ამინდის პროგნოზი

დღეს, 4 მაისს მთელს რეგიონის მასშტაბით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +24 გრადუსამდე მიაღწევს.

ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით ჰაერი + 22, + 24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით + 7, + 9 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე იწვიმებს მაღალ მთაშიც, ბაკურიანში და ახალქალაქში დღისით + 15, + 17 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. ღამით კი, + 4, +6.

ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი ნინოწმინდაში. აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით + 14, + 16 გრადუსამდე გაიზრდება, ღამით კი + 2, + 4 გრადუსამდე დაიკლებს.

5 მაისს სამცხე–ჯავახეთში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. როგორც მთაში ასევე, მაღალმთში დღის და ღამის ტემპერტურა შენარჩუნდება.

6 და 7 მაისი რეგიონის გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ხანმოკლე, ძლიერი წვიმა ელჭექით.

ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში 6 მაისს შესაძლებელია სეტყვა. დღის ტემპერატურა + 18,+ 20 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო ღამით + 6, + 8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს მაღალ მთაშიც, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ბაკურიანში და ახალქალაქში დღისით + 11, + 13 გრადუსამდე დაიკლებს, ღამით კი + 2, + 4 გრადუსი იქნება.

წვიმა და ქარია მოსალოდნელი ნინოწმინდაშიც, დღისით ტემპერატურა + 7,+ 9 გრადუსამდე დაიკლებს. ღამით კი, +1, + 3 იქნება.

7 მაისს მთელს რეგიონში დღის პირველ ნახევარში გამოიდარებს ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით ჰაერი +21,+23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით კვლავ + 6, + 8 გრადუსამდე შენარჩუნდება.

ასევე შენარჩუნდება ღამის ტემპერტურა მაღალ მთაში, ახალქალაქში და ბაკურიანში ღამით +2, +4 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი + 14,+16.

არ შეიცვლება ღამის ტემპერატურა ნინოწმინდაშიც. ღამით მოსალოდნელია + 1,+2 გრადუსი სითბო, ხოლო დღის ტემპერატურა + 12,+14 გრადუსამდე გაიზრდება.

8 მაისს სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ისევ წვიმა.

ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით ტემპერატურა + 18, +20 გრადუსამდე დაიკლებს, ღამითი კი +6, +8 იქნება.

ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მაღალ მთაში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ჰაერი +11, +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით ტემპერატურა + 1, +3 გრადუსამდე დაიკლებს.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე
სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება
სამცხე–ჯავახეთში 2 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში 21 ივნისამდე არამდგრადი ამინდია  მოსალოდნელი
შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
27 ივნისამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი