FM97.5 / LIVE

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 10 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 04.05.2020
ახალციხის „ცხელების ცენტრში“, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 10 პაციენტის ანალიზის პასუხიდან ყველა უარყოფითია.

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 10 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია

როგორც, კლინიკის დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე ამბობს, პაციენტებთან ერთად, მედპერსონალის შემოწმებაც მიმდინარეობს და ამ დროისთვის გაგზავნილი ყველა პასუხი უარყოფითია.

ამ ეტაპზე კლინიკაში შვიდი პაციენტია, აქედან ექვსს უკვე აუღეს ანალიზი, პასუხები ხვალ, ხუთ მაისს გახდება ცნობილი.

„ჩვენთან ახლა შვიდი პაციენტია, ექვსის ანალიზები უკვე გადავაგზავნეთ. მეშვიდე ახლა შემოგვემატა და მასაც ავუღებთ“, - განაცხადა გიორგი ბარძიმაძემ.

ამ დროისთვის ცარიელია აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, რომელიც მიმდინარე თვეში „ცხელების ცენტრად“ გადაკეთდა. ასევე არ ჰყავთ ცხელებიანი პაციენტები ბორჯომის რეფერალურ ჰოსპიტალშიც.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამცხე–ჯავახეთში 16 აპრილს დაფიქსირდა, ინფექცია ახალდაბაში მცხოვრებ ახალგაზრდას დაუდასტურდა. 23 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა ბორჯომის "ცხელების ცენტრში" მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.

25, 29 და 30 აპრილს COVID-19 დაუდასტურდა ახალციხის "ცხელების ცენტრში" მყოფ სამ პაციენტს, ისინი ახალციხის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.

ოთხი მაისის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, ოთხი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის  ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავრუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ ერთ პირს  კორონავირუსი დაუდასტურდა
COVID-19: ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ მყოფ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა