FM97.5 / LIVE

ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 31.03.2020
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამველ პეტროსიანს და ენზელ მკოიანის ძმისშვილს, არმენ მკოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ახალქალაქში 26 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მონაწილეობდნენ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს 31 მარტს გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ დაკავებულ სამველ პეტროსიანს და ენზელ მკოიანის ძმისშვილს, არმენ მკოიანს პატიმრობა შეუფრდა.

სამველ პეტროსიანის და არმენ მკოიანის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. სამართალდამცველებმა ს.პ. და ა.მ. 28 მარტს დააკავეს. ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა", – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამჟამად, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ.

საქმეზე შსს–მ ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი სამველ პეტროსიანი და 19 წლის არმენ მკოიანი დააკავეს.

დღეს, 31 მარტს ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა, რომ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა. მოგვიანებით დეპუტატმა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. და დეტალურად მოყვა თუ ვინ იღებდა ინციდენტში მონაწილეობას. ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს, მათი განცხადებით, პეტროსიანთან ერთად მომხდარზე პასუხი მკოიანმაც უნდა აგოს, რადგან დაპირისპირების დროს პირველმა მან გაისოლა.

დაკავებამდე "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, სამველ პეტროსიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ენზელ მკოიანის შვილი მის შვილთან შესარიგებლად მივიდა. პეტროსიანი განაცხადა, რომ ჰაერში მანაც რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიგონა რომ მათ მოკვლით ემუქრებოდნენ.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე, სამველ პეტროსიანს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედგინათ
სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე
ენზელ მკოიანის სახლთან სროლის გამო სამველ პეტროსიანი და 19 წლის ბიჭი დააკავეს [ვიდეო]
‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე
ენზელ მკოიანი მოქალაქეების მიმართულებით ისვრის [ვიდეო]
‘განცხადება, რომ თავდასხმა პეტროსიანის მხრიდან განხორციელდა აბსურდია’- ადვოკატი