FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში დამატებით სამი საკარანტინო ზონა მოეწყო

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.03.2020
მას შემდეგ, რაც საქართველოში უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი დაწესდა, საკარანტინო ზონების დამატება აუცილებელი გახდა. აქედან გამომდინარე რეგიონში აბასთუმნის გარდა, კიდევ სამი საკარანტინო ზონა ამოქმედდა. ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, კარანტინში 243 პირი იმყოფება.

სამცხე-ჯავახეთში დამატებით სამი საკარანტინო ზონა მოეწყო

საკარანტინო ზონები ბაკურიანის ორ და ახალციხის ერთ სასტუმროში მოეწყო.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, რეგიონის საკარანტინო ზონებში 330 იზოლიებული ოთახია. 243 ადამიანი უკვე იმყოფება კარანტინში.

კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სასტუმროს პერსონალი ემსახურება, ისინი უკვე გადაამზადეს, მათ სპეციალური აღჭურვილობით მიაქვთ საკვები იზოლირებულ ოთახებთან და მოქალაქეებს კართან უტოვებენ.

ერთ-ერთი ასეთი ზონა ახალციხეში, სადგურის მიმდებარედ არსებული სასტუმრო „grand palace“-ში მოეწყო. ამ ეტაპზე აქ 31 პირია. ისინი ძირითადად ნინოწმინდის საბაჟოს გავლით საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები არიან.

„მინდა აღვნიშნო რომ ყველა ის პირი, რომელიც განთავსებულია კარანტინში, არ აღენიშნებათ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები. მათ ემსახურებათ სასტუმროს პერსონალი, რომლებიც სადილს კართან უტოვებენ და მიდიან“,-გვითხრა მიქელაძე.

მისივე თქმით, კარანტინში მყოფი პირების კვებას და ასევე პერსონალის ხელფასს სახელმწიფოდან სპეციალურად გამოყოფილი თანხით აანაზღაურებენ.

მიქელაძე აღნიშნავს, რომ სასტუმროს მეპატრონეები, საკარანტინო ზონებისთვის ფართის დათმობის სურვილს თავად გამოთქვამენ.

„მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და ისე მოვამზადეთ საკარანტინო ადგილები. იმ შემთვევაში თუ მეპატრონეს არ სურს სასტუმროს დათმობა ეს იძულებით არ ხდება. ამ დრომდე ასეთი სიტუაცია არ შეგვხვედრია, არის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში არსებულ საკარანტინო ზონაში დღეის მონაცემებით ყველა პალატა დაკავებულია.

22 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთვევაა. საკარნტინო რეჟიმში 2 956, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეონის ქვეშ 291 პირია. გამოჯანმრთელების სამი ფაქტი დაფიქსირდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთს კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა
სამცხე–ჯავახეთში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა
სამცხე-ჯავახეთში კარანტინში 497 ადამიანია
აბასთუმნის საკარანტინო ზონა დაცარიელდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
აბასთუმნის საკარანტინო ზონაში კიდევ 24 მოქალაქე შეიყვანეს
აბასთუმნის საკარანტინო ზონაში მხოლოდ ერთი პირი დარჩა