FM97.5 / LIVE

როგორ მუშაობენ კვების ობიექტები ახალციხეში რეგულაციების შემდეგ

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 19.03.2020
ახალციხეში კვების ობიექტების ნაწილმა, რომლებსაც ე.წ გატანის სერვისზე აქამდე არ უმუშავიათ, ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, ფუნქციონირება მთლიანად შეწყვიტა. დანარჩენები კი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ.

როგორ მუშაობენ კვების ობიექტები ახალციხეში რეგულაციების შემდეგ

ობიექტების მფლობელები, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს, ამბობენ რომ ახალი სერვისის შექმნა უმოკლეს დროში გაუჭირდათ, ამიტომ ზარალის მიუხედავად, მთლიანად დახურვა გადაწყვიტეს.

„აქამდე არასდროს გვიმუშავია მიწოდების სერვისზე, სანამ რეგულაცია გამოცხადდებოდა, კლიენტების სიმცირის და უსაფრთხოების გამო, ისედაც ვფიქრობდით მთლიანად დაკეტვაზე, ზარალი რა თქმა უნდა დიდია, თუმცა ახლა როცა ამხელა საფრთხეა, ამაზე საუბარი არაა“, - ამბობს „ემიგრანტის“ მფლობელი.

ე.წ გატანისა და ადგილზე მიწოდების სერვისი, ახალციხეში სულ რამდენიმე ობიექტს აქვს. მათ შორისაა „ნამცხვრის სახლი“, „საღიღინო“, „ოლდ ბარი“ და „კაი პონტი“.

შპს „საღიღინოს“ დამფუძნებელი, დავით პარუნაშვილი ამბობს, რომ მომხმარებელს უსაფრთხო მიტანის სერვისს სთავაზობს.

„დავნერგეთ უკონტაქტო მიტანის სერვისი. რაც გულისხმობს კერძის მომზადებიდან მომხმარებლამდე მიტანას უკონტაქტოდ. კერძი მომზადების შემდგომ თავსდება ერთჯერად ჭურჭელში, რომელიც თავის მხრივ თავსდება თერმულ ჩანთაში, სადაც შეხება არ აქვს კურიერს. კურიერი კერძის მიტანისას მომხმარებელთან ხსნის ჩანთას და მომხმარებელი თავად იღებს მის კერძს. ამ დროს კურიერი აღჭურვილია პირბადით და ერთჯერადი ხელთათმანებით. დავნერგეთ უკონტაკტო გადახდის სისტემაც. დღეს საუბარი არ არის მოგებაზე, დღეს საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ პროდუქცია და სახლში დარჩენილებს გადავატანინოთ არსებული მდგომარეობა, ამას გარდა რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა თანამშრომელმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, გვქონდეს როტაციები პერსონალში, რომ ყველას ერგოს რაღაც და ეს პერიოდი ყველამ უმტკივნეულოდ გადავიტანოთ“.

მიტანა/გატანის მომსახურებაზე გადავიდა „ნამცხვრის სახლიც“, თუმცა კომპანიის დირექტორი, ლალი სამსონიძე ამბობს, რომ პერსონალის უსაფრთხოებისთვის 21 მარტიდან შესაძლოა მთლიანად დაიხუროს ობიექტი.

„ამ დროისთვის რეგულაციების შესაბამისად ვიცავთ ყველა ნორმას, კურიერებიც და პერსონალიც აღჭურვილია პირბადეებით და ხელთათმანებით. ჰიგიენის ნორმები სამზარეულოში აქამდეც და ახლაც, მკაცრად კონტროლდება და დაცულია, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობთ რომ მეტი პრევენციისთვის დროებით დავიხუროთ“.

მიწოდების სერვისზე გადაერთო მთლიანად რესტორანი „ოლდ ბარიც“– „ადგილზე მიტანის სერვისს აქამდეც ვამუშავებდით. ახლა კი მთლიანად დავტვირთავთ. ერთი შეხედვით არ ჩანს იმხელა მოთხოვნა, რომ ამით ობიექტმა მუშაობა შეძლოს, თუმცა შევხედავთ სიტუაციას“, – ამბობს ნინო ერეკლიშვილი, ობიექტის მფლობელი.

რესტორან „ტყუპებს“ მიტანის სერვისი აქვს, თუმცა მისი მენეჯერი ელზა გვირჯიშვილი ფიქრობს, გააგრძელოს თუ არა ამ მეთოდით მუშაობა: „მიტანის სერვისზე დიდი მოთხოვნა არ გვაქვს, ახლა კი ვამუშავებთ მაგრამ დიდი ალბათობით შევწყვეტთ ამასაც, ჯერ ვფიქრობთ რას, როგორ გავაკეთებთ. გვინდა თუ არ გვინდა, ასეა დღეს საჭირო. ზარალს არა უშავს, მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“.

შექმნილი ვითარება შეეხო სწრაფი კვების ობიექტებსაც. თორნიკე ქურდაძე კიდევ ერთი ბიზნესოპერატორია, რომელიც მთლიანად მიწოდების სერვისზე გადაერთო.

„მხოლოდ მიწოდების სერვისზე გადასვლა რა თქმა უნდა შემოსავალზე აისახება ცუდად. მაგრამ სიტუაციაა ასეთი, ასე რომ ვმუშაობთ იმისთვის რომ არსებულ სიტუაციას მაქსიმალურად მოვერგოთ და მომხმარებელიც უსაფრთხოდ იყოს,“ - ამბობს „კაი პონტის“ მფლობელი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი კვების ობიექტებს (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) ოპერირების უფლება ეძლევათ მხოლოდ ე.წ მიწოდების სერვისების გზით.

იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირებაც
მისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული შემდეგი პირობები:

▶სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს ტემპერატურული რეჟიმები;

▶პერსონალის მიერ გამოყენებული იქნეს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი;

▶ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით;

▶ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;

▶ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

▶სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა);

მომხმარებლისთვის სურსათის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

▶პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით;

▶სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

▶სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.
რეგულაცია 17 მარტს ამოქმედდა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მთავრობის გადაწყვეტილებით კვების ობიექტები  ე.წ მიწოდების სერვისზე გადავლენ
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს
რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა
მარტიდან ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება
ახალციხეში სწრაფი კვების ობიექტები იშვიათად მოწმდება
დაბალი ფასი და სახლში მიტანის სერვისი  – რას გთავაზობთ ახალგახსნილი აფთიაქი 'ჰიგეა' [R]
სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა