FM97.5 / LIVE

თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 15.02.2020
აქ თორიდან გადმოსახლებულები ცხოვრობენ. ტყისპირა სოფელში ამბობენ რომ მასალა არ აქვთ ,,ზაბორის“ შესაცვლელადაც კი. სკოლაში რვა ბავშვი დადის და ერთ დროს მრავალრიცხოვანი სოფელი დაცლის პირასაა. „ბირჟაზე“ პოლიტიკური ამბების განხილვას კი ყოველთვის დიდი ვნებათაღელვა ახლავს.

თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

სოფელი თისელი ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აწყურიდან ცხრა კილომეტრში. გვარი: დუგაროვი, შევჩენკო, პასტიმენკო, ჭუმბურიძე, ღარიშვილი, მახათაძე, ყურმაშვილი ...

მოსახლეობა თორიდან არის გადმოსახლებული, გადმოსახლებისას ერთი თხოვნა ჰქონიათ, ტყისპირას სოფელში დაესახლებინათ. არის ახლა თისელი ტყისპირას გაშენებული.

„აქვეა ტყე, მაგრამ რად გვინდა, გადახედეთ აგერ სოფელს, როგორაა ,,ზაბორები“ ეტყობა ყველაფერი. ჩვენ, მასალის გამოტანას, მოჭრას გვიშლიან. არადა, აი, ახლაც მუშაობს ტექნიკა და იჭრება აგერ ხე. გლეხებს არ გვიწერენ თანხმობას, უნდა შეგამოწმონ და და მერეც არ გაძლევენ ნებართვას“, – ამბობს სოფელ თისელის მკვიდრი, 68 წლის, მურთაზი ღარიშვილი.

სოფელ თისელში საბაზო სკოლაა, სადაც რვა ბავშვი დადის. აქაურები ამბობენ რომ სოფელში ცხოვრება ახალგაზრდებს აღარ უნდათ, მიდიან და ტოვებენ მამაპაპისეულ სახლებს.

თინათინ გოგნაძე ორი შვილის დედაა, შვილები სტუდენტები არიან, ახალციხეში სწავლობენ. დედა ამბობს, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ ხელშეწყობა. სოფელი ჩაკეტილია, მიმოსვლა არ არის.

„მიდის ახალგაზრდობა, აღარ უნდა სოფელი, არა იმიტომ რომ არ უყვართ აქაურობა, უბრალოდ აქ ვერაფერს აკეთებენ, ვერაფერს აღწევენ,“, – გვითხრა მან.

დგანან კარებგამოკეტილი, ფერდებშებრაწული ხის სახლები და პატრონებს ელიან.

თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

სოფლამდე მისასვლელი გზა გასაკეთებელია, მოსახლეობა საუბარში პირველ პრობლემად სწორედ გზას ასახელებს. ახლა იმედი აქვთ, რომ გზას გაუკეთებენ – დაგვპირდნენ და ვნახოთ – ამბობენ აქაურები.

„სასმელი წყლის მილები არის გამოსაცვლელი, შუა გზაზეა ჩაყრილი, თუ გზის გაკეთებას აპირებენ ჯერ ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ“, – ამბობს 75 წლის ალექსანდრე დუგაროვი და ამატებს რომ – „ტყის გაჩეხვას წყლის ნაკადის შემცირება მოჰყვა. ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“.

თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]


„ქვეყანას სჭირდება დაქოქვა“

თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

პოლიტიკაზე კამათი „ბირჟაზე“ უცხო არ არის. შუადღეა და სოფლის ცენტრში ადგილობრივები ნარდს აგორებენ. თავდაპირველად ჟურნალისტების გამოჩენისას ნელ–ნელა გაიკრიფნენ, თუმცა როცა საუბარი მათთვის საჭირბოროტო საკითხებს შეეხო უკან მობრუნდნენ და ლაპარაკშიც ჩაერთვნენ. სოფლის პრობლემებზე საუბრის შემდეგ ცხარე კამათი პოლიტიკაზე გაჩაღდა.

რუსეთი, ამერიკა თუ ევროპა?

– მოგწონს ევროპა?
– მომწონს არ მომწონს სხვა საკითხია, მაგრამ იქ კანონია, აქ სადაა კანონი. ყველაზე იაფი ადამიანის სიცოცხლეა.
– რუსეთი იმიტომ მინდა რომ ქრისტიანია, ჩვენი მეფეები „დურაკები“ კი არ იყვნენ რუსეთისკენ რომ გარბოდნენ.
– „დურაკები“ რომ იყვნენ იმიტომ გარბოდნენ რუსეთისკენ.
– ერთადერთი გზა იყო რუსეთი!
– ეგ არსად არ თქვა, არა ეგ სწორი!
– რატომ არ ვთქვა?! შენი თუ სიმართლეა ჩემი არაა სიმართლე?! შენი „დუხი“ არ იქნებოდა და არც ჩემი რუსეთი რომ არ ყოფილიყო!
– რაღა დროს რუსეთია. გაჩერდი ახლა! ისე მოგჭრის ეგ შენი რუსეთი თავსა რომ.
– რომელ არხს უყურებ ამისთანს რას ამბობ, რა რუსეთი აა?
– ამერიკა რომ გაუშვებს რაკეტასა, რუსეთი ისევ აქ დააბრუნებს.
– ამერიკა აჩერებს რუსეთსა თორემ ჩვენ ბუნტღლი აღარ იქნებოდა. ორი გუბერნია ვიქნებოდით ქუთაისისა და თბილისისა და დამთავრდა.
– აგვისტოს ომი მაინც რაღამ დაგავიწყა?!
– რუსეთი ახლა შემოიჭრა მანამდე რაა ააშენეს ქართველმა ხალხმა?
– შენა რა გაგიკეთა რუსეთმა? არაფერი!
– დამოუკიდებელი რამდენი წელი არის საქართველო და რა გააკეთა? აყვავდა?
– რომ არ აყვავდა ეგეც რუსეთის ბრალია! ანაკლიიის ამბავიც რუსეთის საქმეა, არ გვაცლიან არაფერს, არა!
– სხვაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა.
– რატომ უნდა გადიმტერო მეზობელი ქვეყანა?
– ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთმა გვაცალოს, შეგვეშვას!
– ქვეყანას სჭირდება დაქოქვა, ახლა გაჩერებულია ყველაფერი!

თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

[გულო კოხოძე, ახალციხე ]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘რუსეთი ოკუპანტია’- წარწერები ბორჯომის ქუჩებში [ფოტო]
'ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა' - წარწერები გორის ქუჩებში [Photo]
კვირის აქცენტი: რუსეთი თუ ევროპა –  ეთნიკური უმცირესობების განწყობები [Video]
‘ჩვენს პრობლემებს რუსეთი მოაგვარებს’ - ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა
ღარიბი სოფელი ‘ოქროს ციხით’ [ფოტო/ვიდეო]
38 წლის სოფელი[ფოტო/ვიდეო]
რუსეთი კიბერშეტევის ბრალდებაზე საქართველოს პასუხობს