FM97.5 / LIVE

ვის შეუძლია ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.02.2020
აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს 2020 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს. მასში მონაწილეობა არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ.

ვის შეუძლია ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა

გრანტებთან დაკავშირებით, ახალციხეში შეხვედრა ამერიკის საელჩოს საგრანტო პროგრამების უფროსმა მენეჯერმა, სოფო ბზიშვილმა დღეს, 13 თებერვალს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართა.

გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს და მედია ორგანიზაციებს. მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50 000 აშშ დოლარია.

საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს მოცემული თემებიდან ერთ-ერთს მაინც:

• ეკონომიკური ზრდა (მაგალითად: სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა ტურიზმის განვითარების მეშვეობით – სამთო ტურიზმი, კულინარიული და ხელოვნების ტურიზმი, ეკო-ტურიზმი, აშ.).

• გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია (მაგალითად: ქალთა გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია, ინკლუზიური განათლება, ბავშვთა კეთილდღეობის და უფლებების დაცვა);

• სამოქალაქო ჩართულობა და მოქალაქეთა ინფორმირებულობა (მაგალითად: არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდა, გაზრდილი და ანგარიშვალდებული თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს (სამოქალაქო საზოგადოება) შორის პარტნიორული კავშირების მეშვეობით, კერძო და საჯარო პარტნიორობების მხარდაჭერა, მედია წიგნიერება, კიბერუსაფრთხოება, ახალგაზრდების ჩართულობა ტექ-ბანაკებში და კიბერ განათლება, კრიტიკული აზროვნების სტიმულირება ახალგაზრდებში, მედია სკოლების და ჟურნალისტიკური სწავლებების გაძლიერება);

• კონფლიქტების გადაჭრა და ტოლერანტობა (დიალოგი და კონფლიქტების დარეგულირება, რეგიონალური უსაფრთხოება, სამშვიდობო განათლება);

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 17 მარტია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს ვებგვერდს.

ვის შეუძლია ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აშშ-ის საელჩომ მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა
აშშ–ს  საელჩოს შეთავაზება მედია, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს
აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
ახალციხის არასამთავრობოებს აშშ–ს საგრანტო კონკურსს გააცნობენ
აშშ-ს საელჩოს 2014 წლის საგრანტო კონკურსი
ბავშვთა უფლებების დასაცავად პროექტის განხორციელება იწყება
შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა