FM97.5 / LIVE

ადვოკატის თქმით, სადავო მიწის საქმეზე ‘ოცნების’დეპუტატის სიმამრის მოწმეები ეჭვს იწვევს

მთავარისიახლე, სამართალი 01.02.2020
ადვოკატი ეკა აბაშიძე ამბობს, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ სადავო მიწის ქვეშ, ნამდვილად ქალაქის წყლის გამანაწილებელი გადის, მიწის აღიარების კომისიამ კი აღნიშნული ფაქტი არ გადაამოწმა – შედეგად დეპუტატ ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრმა, მიწის საკუთრების უფლება მოიპოვა.

ადვოკატის თქმით, სადავო მიწის საქმეზე ‘ოცნების’დეპუტატის სიმამრის მოწმეები ეჭვს იწვევს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში დეპუტატ ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრის და მისი მეზობლის საქმის განხილვა გია ბერაიას წასვლის შემდეგ, მოსამართლე ლუიზა თოდუამ გადაიბარა.

მორიგი სასამართლო პორცესი გუშინ, 31 იანვარს გაიმართა.

მოსარჩელე მხარის ადვოკატი ეკა აბაშიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის აღიარების კომისიის განაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს და რიგ დარღვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, 2019 წლის 18 ნოემბერს ადგილზე დათვალიერების ოქმით ნამდვილად დადგინდა, რომ ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩის მიმდებარედ, სადავო მიწის ქვეშ ნამდვილად ქალაქის წყლის კოლექტორი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარების კომისიამ აღნიშნული ფაქტი არ შეამოწმა და მიწაზე საკუთრების უფლება ისე მიანიჭა.

გარდა ამისა, დეპუტატის სიმამრის მიერ მიწის აღიარების თანხმობისთვის მიყვანილი სამი მოწმეც ეჭვს იწვევს.

„ნოტარიულად არის ამ სამი კაცის თანხმობა დამოწმებული, თუმცა ისინი სხვადასხვა ქუჩაზე ცხოვრობენ, ეს არის საეჭვო. საკუთრების უფლების აღიარებას ეს არ ექვემდებარება“,- ამბობს აბაშიძე.

პროცესზე იმყოფეოდა ახალციხის მერიის წარმომადგენელი ნათია ნადიბაიძე, მან განაცხადა, რომ მიწის აღიარების კომისიამ ყველაფერი კანონის დაცვით გააკეთა.

„2016 წლის შვიდ სექტემბერს ს.ე–მ მიმართა ახალციხის მერიის მიწის აღიარების კომისიას, კომისიამ განიხილა საკითხი, თანდართული საბუთებით. შესწავლის შემდეგ საეჭვო არაფერი ყოფილა, დაკმაყოფილდა მისი განცხადება. მოგვიანებით, 2017 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელის დედამ მიმართა კომისიას და უკვე დაკანონებული მიწის თავის სახელზე დაკანონებას ითხოვდა, მას არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები, რითაც ამ მიწის მფლობელობა დაუდასტურდებოდა“,-ამბობს ნადიბაიძე.

მისივე თქმით, დეპუტატის სიმამრს ასევე წყალმომარაგების კომპანიიდან დოკუმენტიც ჰქონდა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მიწის ქვეშ არაფერი იყო.

მოპასუხე მხარის ადვოკატმა კი განმარტა, რომ კოლექტორი მშენებლობის დროს გამოჩნდა, რიმ შემდეგაც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა.

სადავო მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისების საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი ადვოკატმა ეკა აბაშიძემ გასული წლის ოქტომბერში შეიტანა. იგი იმ ადგილობრივის ინტერესებს იცავს, რომელიც ამბობს, რომ მანველიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს მისი ოჯახი წლების განმავლობაში ფლობდა და დაკანონებისთვის საქმეც დაწყებული ჰქონდა. თუმცა მოულოდნელად მიწა ახალციხის საკრებულოს დეპუტატის სიმამრმა დაისაკუთრა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დეპუტატ ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრის საქმეზე სასამართლო გაიმართა
‘ადგილი უკანონოდ გამოუყვეს, მაგისი სიძე დეპუტატია’ – დავა მიწის ნაკვეთის გამო
76 განაცხადი და დაკმაყოფილებული 17 – მიწის აღიარების კომისიის ანგარიში
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ახალციხეში მიწის დაკანონებას ითხოვს