FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

მთავარისიახლე, განათლება 22.01.2020
22 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ვაკანტური ადგილები მხოლოდ ოთხი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშია. ყველაზე მეტი მოთხოვნა ფიზიკის მასწავლებელზეა.

სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა რეგიონის სკოლების მასშტაბით 39-ია.

ყველაზე მეტი, 26 ვაკანსიაა გამოცხადებული ახალქალაქში, მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლა ფიზიკის პედაგოგს ითხოვს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში ორი ქიმიის, ერთი ფიზიკის, ერთი კი მუსიკის პედაგოგის ვაკანსიაა.

ბორჯომში მხოლოდ უცხო ენების სპეციალისტის ეძებენ.

რაც შეეხება ნინოწმინდის სკოლებს, აქ რვა თვისუფალი ადგილია.

ვაკანსიებზე განაცხადების შეტანის ბოლო ვადა, თითქმის ყველა შემთხვევაში იანვრის ბოლოა.

სკოლების ჩამონათვალი, სადაც ვაკანსიებია:

ახალქალაქი


სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლა

1. ფიზიკა- VIII, IX, X, XI კლასები
2. მათემატიკა – X კლასი
3. უცხოური ენა (რუსული) – V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები.

სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლა

4. გეოგრაფია – VII, VIII კლასები
5. ჩვენი საქართველო – V, VI კლასები
6. ბიოლოგია – V, VI კლასები
7. ფიზიკა – VIII, IX, X, XI კლასები

თამაზ მელიქიძის სახელობის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა

8. ფიზიკა – VII, VIII, IX, X, XI კლასები

სოფელ ხავეთის საჯარო სკოლა

9. მუსიკა – V, VI, VII, VIII, IX, X კლასები
10. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – V, VI, VII, VIII, XI კლასები
11. უცხოური ენა (ინგლისური) – I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები

სოფელ ალასტანის საჯარო სკოლა

12. ფიზიკური აღზრდა და სპორტი – VI, VII, VIII, X კლასები
13. მუსიკა – VI, VII, VIII, IX, X კლასები
14. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – VI, VII, VIII, IX კლასები

სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლ

15.ქიმია – IX, X, XI, XII კლასები

სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლა

16. მათემატიკა – III კლასი
17. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – III კლასი
18. უცხოური ენა (რუსული) – X, XI, XII კლასები
19. ეთნიკური უმცირესობების ენა (სომხური) – VII, X კლასები

სოფელ ბავრის საჯარო სკოლა

20. ქიმია
21. ფიზიკა

სოფელ აბულის საჯარო სკოლა

22. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – IV, VII, VIII, IX, X კლასები
23. მათემატიკა
24. ქიმია

სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლა

25.ფიზიკა – VIII, IX კლასები

სოფელ ზაკის საჯარო სკოლა

26. ფიზიკა – VIII, IX, X, XI კლასები

ახალციხე


ქალაქ ახალციხის N3 საჯარო სკოლა

1. ფიზიკა – VIII, IX, X, XI კლასები

სოფელ წინუბნის საჯარო სკოლა

2. ქიმია – IX, X, XI, XII კლასები

სოფელ გურკელის საჯარო სკოლ

3. ქიმია – VIII, IX, X, XI კლასები

ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლა

4. მუსიკა - III, IV, V, VII, VIII, X კლასები

ბორჯომი


ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა

1.უცხოური ენა (ინგლისური) – III, IV, VIII, XII კლასები

ნინოწმინდა


სოფელ ყულალისის საჯარო სკოლა

1.ფიზიკა

სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა

2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - I, IV კლასები

სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლა

3. ფიზიკა - VIII, IX, X, XI კლასები

სოფელ სათხის საჯარო სკოლა

4. გეოგრაფია - VII, VIII, IX, X, XI კლასები
5. მათემატიკა - X, XI, XII კლასები

სოფელ საღამოს საჯარო სკოლა

6. უცხოური ენა (ინგლისური) - I, III, VI კლასები

სოფელ ფოკის საჯარო სკოლა

7. ფიზიკური აღზრდა და სპორტი - VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები

სოფელ ფოკის საჯარო სკოლა

8. სამოქალაქო განათლება - IX, X კლასები

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, სკოლის დირექტორი, საჭიროების შემთხვევაში, უფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას და აღნიშნული პოზიცია ცხადდება ვაკანტურად.

თუ სკოლამ ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად პირი შეარჩია, პრაქტიკოს მასწავლებელთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეწყდება.

ამ ეტაპზე, ვაკანსიას არ აცხადებს ადიგენისა და ასპინძის მუნციპალიტეტებში არსებული საჯარო სკოლები.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის სკოლებში 6 ვაკანსიაა
სამცხე–ჯავახეთის 7 სკოლაში 20 ვაკანტური ადგილია
ახალი ვაკანტური ადგილები სამცხე-ჯავახეთის სკოლებში

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყება
2017 წლის გამოცდების ჩატარების  განრიგი