FM97.5 / LIVE

‘70 000 ლარის ზარალი მივიღეთ’ - ქიქინეთის ხანძრის შედეგები [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.01.2020
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიქინეთში ხანძრის შედეგად ნუგზარ ფილიშვილის ფერმა დაიწვა. როგორც დაზარალებული ჰყვება, მთლიანად განადგურდა პირუტყვის ზამთრის საკვები და ფერმის ინვენტარი.

‘70 000 ლარის ზარალი მივიღეთ’ - ქიქინეთის ხანძრის შედეგები [ვიდეო]

ფილიშვილები აცხადებენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სახურავში გაჩნდა, სადაც პირუტყვის ზამთრის საკვები იყო შენახული.

„ძლიერი ქარი იყო, ნაპერწკალი სავარაუდოდ საკვამურიდან გადმოიტანა. შეუძლებელი იყო თივის გამოტანა, ვიბრძოდით მხოლოდ ცოცხალი პირუტყვის გადასარჩენად. დანარჩენი: შეშა, თივა, ფერმის ინვენტარი, შენობასთან ერთად დაიწყა“.

ნუგზარი გვიყვება, რომ ფერმის აღდგენისთვის, საჭირო რესურსების მოძიება გაუჭირდება.

„პირუტყვი მეზობლებთან გვყავს განაწილებული. ამ ეტაპზე არანაირი რესურსი არ გავქვს. ზარალი დაახლოებით 70 000 ლარამდეა. ალბათ ბანკს მივმართავთ. თუ მოგვცეს საჭირო თანხა შევაკეთებთ. უარის შემთხვევაში არ ვიცით რას გავაკეთებთ“.

დასახმარებლად ოჯახმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართა: „მერიაში იყო მისული ჩემი და. იმედი გვაქვს რომ დაგვეხმარებიან“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, ხანძრის შესახებ დასკვნა უკვე მიღებული აქვთ და საქმეს კომისია სწავლობს.

„აუცილებლად დავეხმარებით როგორც კი კომისია შესწავლას დაასრულებს,“ - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ხანძარი 15 იანვარს, შუადღეს გაჩნდა. ფერმაში სულ 35 პირუტყვი იყო, რომელთა გადარჩენაც შეძლეს.



[რობი ზარიძე, ზურა სულაბერიძე, ადიგენი]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ზარალი 300 000 ლარამდეა' – მერიამ სამხარეო ადმინისტრაციაში ხანძრის შედეგები დაითვალა
ადიგენში ფერმა დაიწვა
ადიგენში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]
ნინოწმინდაში ხანძრის შედეგად 15 ტონა თივა დაიწვა [ვიდეო]
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა