FM97.5 / LIVE

უწყლობის რვა დღე ბაკურიანში [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.01.2020
მერვე დღეა ბაკურიანში სასტუმროების ნაწილისთვის წყალი ავზიანი მანქანებით მიაქვთ, ნაწილი კი, წყლით მხოლოდ დილის საათებში სარგებლობს. წყალმომარაგების კომპანია პრობლემას უნალექო ზამთარს უკავშირებს, დამსვენებლებს კი უთოვლობაზე მეტად უწყლობა აწუხებთ.

უწყლობის რვა დღე ბაკურიანში [ფოტო/ვიდეო]

ქეთევან მაღრაძე ბაკურიანში დასასვენებლად დეკემბრის ბოლოს ჩავიდა. ამბობს, რომ წლებია კურორტს სტუმრობს, თუმცა წელს აქ არსებულმა პრობლემებმა განსაკუთრებით შეაწუხა.

„წელს ყველა წინა წელთან შედარებით ცუდი სიტუაციაა. თითქოს ყოველწლიურად რაღაც ახალი კეთდება, თუმცა სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. შეძენა გვიწევს წყლის, მერე მარაგს თუ არ ავიღებთ მთავრდება. საომარი მდგომარეობასავითაა. გრაფიკით გავქვს თუმცა როდის წყდება და როდის მოდის არ ვიცით. დასაბანადაც ჩასაფრებულენი ვართ“.

წყლის პრობლემაზე ჩივის მარი ჭეიშვილიც. იგი წაქაძის ქუჩაზე, საოჯახო სასტუმროში ისვენებს.

„ერთი კვირაა რაც ჩამოვედით. თავიდან ასეთი პრობლემა არ იყო, გასულ წლებში არ მახსოვს ასეთი ცუდი სეზონი. ბოლო ხუთი დღეა წყალი განრიგით მოდის, ისიც მხოლიდ დილით ერთი საათით, ან საერთოდ არაა“.

წყალმომარაგების პრობლემის გამო დაზარალდნენ სასტუმროები.

ნინო ბიწაძე, საოჯახო სასტუმრო „ბაკურიანი ჰაუსის“ ადმინისტრატორი გვიყვება, რომ წყლის პრობლემის გაჩენიდან ხუთი დღის განმავლობაში კომპანაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. მისივე თქმით, განრიგით მიწოდებული წყლით, დამსვენებლებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას ვერ უზრუნველყოფენ.

უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან ის სასტუმროები, რომლებსაც წყლის რეზერვუარები არ აქვთ. ასეთია სასტუმრო „პანორამა“:

„დამსვენებლები თავად მოიპოვებენ წყალს დასალევად, დასარეცხად და სხვა საჭიროებისთვის. ჩვენ რეზერვუარი არ გვაქვს, სადაც წყალს სუფთად შევინახავთ, აუზის წყალი კი ამისთვის არ გამოდგება“, – გვიყვება სასტუმროს ადმინისტრატორი გიორგი ახვლედიანი.

მისივე თქმით, პრობლემის შექმნიდან მეორე დღესვე, დამსვენებლების რაოდენოდა სასტუმროში განახევრდა.

უწყლობის რვა დღე ბაკურიანში [ფოტო/ვიდეო]

გარდა სასტუმროებისა, წყლის პრობლემა აწუხებს კერძო სახლებში დამვენებლებსაც.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან ბაკურიანში წყლის პრობლემა აბონენტების 20%-ს შეექმნა. ამის შემდეგ, 10%-ს წყალი განრიგით, დანარჩენ 10%–ს კი სპეციალური მანქანებით მიეწოდება.

წყალმომარაგების კომპანიის პირველ განცხადებაში, რომელიც ორ იანვარს გავრცელდა, ეწერა, რომ „წყლის გაზრდილმა მოხმარებამ , წნევის ვარდნა გამოიწვია, რამაც წყლის სტაბილური მიწოდება შეაფერხა“. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იმ დროისთვის, ბაკურიანს წყალი სტაბილურად მიეწოდებოდა.

მოგვიანებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ენერგოომბუდსმენმაც, სადაც წყალმომარაგების კომპანიას მობილიზაციისკენ მოუწოდა.

ექვს იანვარს პრემიერ-მინისტრმა წყლის პრობლემის გამო საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც პრობლემის დროულად აღმოფხვრაზე ისაუბრეს.
შვიდ იანვარს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკა გალდავამ თანამდებობა დატოვა. ახალ დირექტორად კი გრიგოლ მანდარია დაინიშნა.

ახალმა დირექტორმა განაცხადა, რომ მთის კურორტებზე კრიზისი გადალახულია, რაც კომპანიის ძველი მენეჯმენტის პირობებში მოხდა. რატომ დატოვა ეკა გალდავამ თანამდებობა - მიზეზს კომპანიაში არ ასახელებენ.

"დღეს, უბრალოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ წყალმომარაგების კომპანია. არსებული პრობლემა გამოწვეულია მშრალი კლიმატური პირობებით, რამაც გავლენა იქონია დებიტის შემცირებაზე“, - განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

წყლის დებიტის კლების ერთადერთ მიზეზად, ამ განცხადების შემდეგ სახელმწიფო უწყებებში კლიმატურ პირობებს ასახელებენ.
ერთ-ერთი ინფორმაციით წყლის მარაგის შემცირება ხელოვნური დათოვლიანების სისტემის გამოყენებამ გამოიწვია, რასაც როგორც კომპანიაში, ასევე ინფრასტრუქტურის სასმინისტროში უარყოფენ.

დათოვლიანების ფაქტს გამორიცხავს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო დმინისტრაციის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილიც.

„არანაირი ხელოვნური დათოვლიანება არ ჩართულა ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ სასტუმროებს, დამსვენებლებს მივაწოდოთ წყალი, რასაც ვუმკლავდებით“.

ბაკურიანში ჩასულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ყურადღება ძირითადად მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. წყლის პრობლემაზე, სასტუმროებში გაუქმებულ ჯავშნებსა და კერძო ბიზნესისთვის მიყენებულ ზარალს კი ასე გამოეხმაურა:

„არანაირ დიდ ფინანსურ ზარალთან შეხება არ გვაქვს ბიზნესმენების მხრიდან, ვინაიდან ჩვენ მუდმივ რეჟიმში 31 დეკემბრიდან ამ დღეების განმავლობაში განუწყვეტლივ ვაწვდიდით წყალს, ვუვსებდით რეზერვუარებს და აქედან გამომდინარე ეს სასტუმროები დღესაც ემსახურებიან დამსვენებლებს. რაც შეეხება კურორტის დატოვებას, ამ სასტუმროებში იყო გაუქმებული ჯავშნები. ტურისტები გადავიდნენ სხვა სასტუმროებში, სადაც წყლის პრობლემა არ იყო“.

ბოლო ინფორმაციით, ბაკურიანში წყალის მიწოდება ეტაპობრივად მოხდება, დღეს ცხრა იანვარს.



[რობი ზარიძე, ზურა სულაბერიძე ბორჯომი]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში წყლით მომარაგება აღდგა
ბაკურიანს წყლის პრობლემის გამო ტურისტები ტოვებენ
რატომ შეფერხდა ბაკურიანში წყლის მიწოდება – კომპანიის განმარტება
კომპანია: ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს 'რუმსს', 'მგზავრებს' და 'პანორამას'
გრიგოლ მანდარია: ბაკურიანში წყლის დებიტი გაიზარდა და რეზერვუარები ივსება
ბაკურიანში წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინეს
ახალი დირექტორი: ბაკურიანის წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება