FM97.5 / LIVE

ასპინძის ქუჩაზე მდებარე სკვერიდან სკამები და ურნები ხევში გადაყარეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 11.12.2019
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე უცნობმა პირებმა, სკვერში მდებარე სკამები და ნაგვის ურნები ხევში გადაყარეს. დაზიანებული ინვენტარის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ასპინძის ქუჩაზე მდებარე სკვერიდან სკამები და ურნები ხევში გადაყარეს

„ეს არის ახალციხეში ასპინძის ქუჩასთან ახლად გაკეთებული სკვერის ინვენტარი!!! ამ საქციელის ჩამდენის შეფასება თქვენთვის მომინდია ჩემო ახალციხელებო“, – წერს გიორგი ბლუაშვილი სოციალურ ქსელში.

ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ სკამების და ურნების დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა პირველად არ მომხდარა ახალციხეში. ამტვრევენ და ყრიან ინვენტარს. ჩვენმა სამსახურმა ასპინძის ქუჩაზე გადაყრილი სკამები და ურნები უკვე შეაკეთა და დააბრუნა თავის ადგილზე“, – ამბობს ახალციხის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე.

აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ.

„ვსწავლობთ და აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. მერიის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივებს გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, გაუფრთხილდნენ საცხოვრებელ გარემოს და საზოგადოებრივ სივრცეს“, – აცხადებენ მერიაში.

ამ დროისთვის ინვენტარის დაზიანების მონაწილე პირთა იდენტიფიცირება არ მომხდარა.

ასპინძის ქუჩაზე მდებარე სკვერიდან სკამები და ურნები ხევში გადაყარეს

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მოუხერხებლად განლაგებული ურნები და სტიქიური სანაგვე რუსთაველის ქუჩაზე
ახალციხის მერიამ 22 016 ლარის ნაგვის ურნები შეიძინა
9 აპრილის სკვერში სკამები და ნაგვის ურნები დადგეს [Photo]
ახალციხეში სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ურნები დადგეს
ახალციხეში ნაგვის ახალი ურნა დაიწვა
ასპინძაში ნაგვის ახალი ურნები დადგეს
ასპინძის ქუჩაზე უკანონო მიშენებებისთვის მერიიდან წერილობითი მითითებები მიიღეს