FM97.5 / LIVE

ბავშვები ბაღებს მიღმა

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.10.2013
500-მდე მშობელი შვილის ბაღში მიყვანის მოლოდინშია. რატომ რჩება ასობით პატარა საბავშვო ბაღს მიღმა და რას აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელმაც ერთი წლის წინ, ბაღები მუნიციპალიტეტის პირველ პრიორიტეტად დაასახელა.

ბავშვები ბაღებს მიღმა

საკრებულოს თავმჯდომარე - საბავშვო ბაღები პირველი პრიორიტეტი იქნება

შემოვიარე ახალციხეში არსებული ყველა საბავშვო ბაღი, პირველ პრიორიტეტად საკრებულოში მათი საკითხი უნდა დავსვა. ზამთრის პერიოდია და დიდი სარემონტო სამუშაოები ვერ დაიწყება, მაგრამ ეს შეიძლება იყოს წყალ-საკანალიზაციო სისტემის შეცვლა, სველი წერტილების მოწესრიგება და ასე შემდეგ. შევხედავთ ფინანსებს და ალბათ შიდა კოსმეტიკურ რემონტზეც ვიფიქრებთ”, - არჩევიდან ერთ თვეში, 2012 წლის 28 ნოემბერს განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა.

მას შემდეგ 10 თვე გავიდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ცვლილებები მართლაც დაიწყო: მოიმატა დასაქმებული პერსონალის ანაზღაურებამ, დაიწყო სარემონტო სამუშაოები, დაემატა ახალი ჯგუფები, გაუქმდა გადასახადი (თუმცა, ეს ქვეყნის მასშტაბით მომხდარი ცვლილებაა)...

ბავშვები ბაღებს მიღმათუმცა, პრობლემები დარჩა, თანაც, არც თუ უმნიშვნელო. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელი 1100 პატარისთვის პირობების გაუმჯობესების პარალელურად, 500-მა პატარამ ბაღში მისვლა დღემდე ვერ შეძლო, მარტივი მიზეზით - ბაგა-ბაღებში ადგილების არ არსებობის გამო... ორ წლამდე ასაკის პატარებს კი ბაღები დაატოვებინეს...

500 განცახდება პასუხის მოლოდინში

იზა ბაქრაძე, ოჯახთან ერთად, დაბა აბასთუმანში ცხოვრობს. ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებლად ახალციხეში გადმოვიდეს. თუმცა, რადგან შვილის მისაყვანად ბაღში ადგილი არ არის, დღემდე აბასთუმანში რჩება.

„თავს სოფლის მეურნეობით ვირჩენთ, გვინდა ქალაქში ჩამოვიდეთ საცხოვრებლად, რომ ორივემ, ცოლ-ქმარმა, ვიმუშაოთ, ამიტომ მინდა შვილის ბაღში მიყვანა. ქირით ცხოვრება მომიწევს და ძიძის აყვანას ვერ შევძლებთ“, - ამბობს იზა ბაქრაძე.

სამი წლის გიორგის მიყვანა დედას მეხუთე ბაგა-ბაღში სურდა. თუმცა, როგორც მას დაწესებულების მენეჯერმა განუცხადა, ამ ეტაპზე, პატარას მიღება შეუძლებელია.

„გვითხრეს, ჯერ რემონტი გვაქვს და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაგიკავშირდებითო, ველოდებით“, - გვეუბნება იზა.

ბავშვები ბაღებს მიღმაიზა ბაქრაძე გამონაკლისი არ არის. სამსახურის, საცხოვრებლის, ან უბრალოდ, შვილის განვითარების აუცილებლობის გამო, პატარას ბაღში მიყვანა ასობით მშობელს სურს. საბავშვო ბაღებში მშობლების ათეულობით განცხადება დევს, თუმცა, როდის შეაღებენ მათი შვილები საბავშვო ბაგა-ბაღების კარს, კონკრეტულად არცერთმა მშობელმა იცის.

მშობლები: ბაღებში ბავშვების მიყვანა პრობლემა არ უნდა იყოს

სკოლამდელი ასაკის პატარების მშობელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების მიყვანა პრობლემა არ უნდა ხდებოდეს. ბავშვის განვითარებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სწავლა აუცილებელია და ამისთვის სახელმწიფო პირობებს უნდა ქმნიდეს.

„ვუყურებდი მშობელს, ეზოში იდგა და განიცდიდა, რომ შვილი ადგილის უკმარისობის გამო ვერ მიიღეს, მენეჯერიც შეწუხებული იყო. ვფიქრობ, მუშაობს თუ არა მშობელი მნიშვნელობა არ აქვს, ბაღში ყველა ბავშვი უნდა მიიღონ. უნდა გამოინახოს თავისუფალი ადგილი და შენობა. გული მტკივა საქსოვი ფაბრიკის ბაღი რომ გასხვისდა, შესანიშნავი პირობები იყო და არ უნდა გაუქმებულიყო“, - გვეუბნება ერთ-ერთი პატარას ბებია ლიანა მშვილდაძე.

ფსიქოლოგი ბაღის აუცილებლობაზე საუბრობს

ფსიქოლოგი ქეთი კობალაძე კი იმ ფაქტორებზე საუბრობს, რის გამოც ბავშვმა სკოლამდელი აღზრდა აუცილებლად უნდა გაიაროს.

„სწავლობენ ურთიერთობას ბავშვებთან, დისციპლინას... ბაღი არის ადგილი, საიდანაც სკოლაში წასვლა აღარ გაუძნელდება ბავშვს. ეს პერიოდი ყველამ უნდა გაიაროს, რადგან სკოლაში ადაპტაციის პრობლემები ნაკლებად შეექმნათ“, - ამბობს ფსიქოლოგი.

რაში ხედავენ მშობლები გამოსავალს

შვილების ბაღში მიყვანის მსურველი მშობლები გამოსავალს ახალი ჯგუფების გახსნაში ხედავენ. ორ წლამდე ასაკის პატარების მშობლები ამბობენ, რომ მზად არიან შვილების სწავლის ქირა თავად დაფარონ.

გაიხსნება თუ არა ახალი, ფასიანი ჯგუფები, ორ წლამდე ბავშვებისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვერ აკონკრეტებენ.

„ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული. ვმუშაობთ ამ საკითხზე“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე.

თუმცა, ორგანულ კანონში შესული ცვლილება, (რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა) კრძალავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღებას სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისთვის. (მუხლი 49, პუნქტი1).

დაპირება

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა გელაშვილის განმარტებით, ბაგა-ბაღებში მშობელთა დაახლოებით 500 განცხადება დევს. მას შემდეგ, რაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები უფასო გახდა, აღსაზრდელების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაგა-ბაღებში სტაბილურად 1100 ბავშვი დადის.ბავშვები ბაღებს მიღმა


მისივე თქმით, ამ ეტაპზე ოთხ სტანდარტულ ბაგა-ბაღში რემონტია. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ შეძლებენ დამატებითი ჯგუფების გახსნას.

„ის განცხადებები, რომლებიც დევს ბაგა- ბაღებში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება, ასაკობრივი ზღვარის მიხედვით. უპირველეს ყოვლისა, დავაკმაყოფილებთ იმ განცხადებებს, რომელიც შედრებით ადრეა შემოსული“, - ამბობს ნანა გელაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ბაღებისთვის წელს 803.660 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, დაახლოებით 600.000 ლარი იხარჯება სარემონტო სამუშაოებზე. ახალციხეში ოთხი სტანდარტული ბაღის გარდა, საბავშვო ბაღი რემონტდება აწყურშიც. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახალი ბაღები იხსნება: მუსხში, ურაველში, აგარასა და ფერსაში. აწყურისა და მუსხის ბაღები არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ თანადაფინანსებით რემონტდება.

თუ რემონტის დასრულების შემდეგ ახალი ჯგუფების გახსნა დაპირებად არ დარჩება, იმ პატარების ნაწილი, რომელთა ასაკი 2 წელს აღემატება, სკოლაში წასვლამდე ბაღში სწავლასაც მოასწრებს. 2 წლამდე ასაკის მშობლებს კი გამოსავალი არ აქვთ, ვინაიდან კანონი ასაკობრივ ზღვარს 2 წლიდან აწესებს... კანონი მკაცრია, ქალაქში არსებული ყველა ბაღი კი საჯარო. კერძო ბაღი, სადაც შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში მშობლები შვილებს თამამად მიიყვანდნენ და არც სწავლის ქირა დაენანებოდათ, ახალციხეში არ არსებობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ორ წლამდე ასაკის პატარები ბაგა-ბაღებს მიღმა დარჩნენ
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ბაგა-ბაღები ზაფხულში და მშობლების სამზადისი სექტემბრისთვის
300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ
ახალციხის მერმა  ბაგა–ბაღები მოინახულა
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან განახლდება