FM97.5 / LIVE

ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.12.2019
ბაკურიანში, ზამთრის სეზონი, რამდენიმე დღეში საზეიმოდ გაიხსნება. ადგილობრივები დამსვენებელების დიდ ნაკადს დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.

ბაკურიანში სასტუმროების 75%  უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

განსაკუთრებული მოთხოვნა სასტუმროებზე ახალი წლის დღეებშია. ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის, მარიკა მაკიევის განმარტებით, კურორტში 500–მდე სასტუმროა, ამაში შედის საოჯახო ტიპის სასტუმროები და კოტეჯები, გარდა ამისა ადგილობრივები აქირავებენ კერძო სახლებსაც.

„ამ ეტაპზე არსებული სასტუმროების 75% დაჯავშნილია. დამსვენებლების რაოდენობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოიმატებს“, – ამბობს მაკიევი.

როგორც სასტუმროების მფლობელები განმარტავენ, წინა წელთან შედარებით ფასები არ მომატებულა. ზოგ შემთხვევაში კონკურენციის გამო დაკლებაც უწევთ.

სასტუმროების ფასი 80–დან 500 ლარამდე მერყეობს. საოჯახო სასტუმროები კი 30–დან 130 ლარამდეა.

„დამსვენებლებს ახლი წლის დღეებში ველოდებით, ამ დროისთვის ჯავშანი მხოლოდ რამდენიმე ნომერზეა გაკეთებული“, – ამბობს საოჯახო სასტუმრო „აპოლონის“ დირექტორი, ალექსანდრე თავხელიძე.

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „მეფე დავითის“ მენეჯერის, ზურაბ პულუზაშვილის განმარტებით დეკემბერში ფასები შედარებით მაღალია ორადგილიან ნომრებზე,რომელიც 250–დან იწყება და 450 ლარამდე აღწევს. თებერვლიდან კი ფასები კლებას იწყებს.

ბაკურიანის ტურისტული ცენტრში და მთის კურორტების განვითარების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გასართობ საშუალებებებსა და სათხილამურო ტრასებზე იგივე ფასები იქნება, რაც გასულ წელს იყო.

„წელს პირველად გვქონდა აქცია ოქტომბერში და ნოემბერში მომხმარებელებს შეეძლოთ შეეძინათ 2019–2020 წლის სეზონის აბონიმენტი.
ოქტობერში თუ შეიძენდნენ 600 ლარის ნაცვლად 400 ლარს გადაიხდიდნენ, ხოლო ნოემბერში შესაძლებლობა ჰქონდათ ეს ვაუჩერი 500 ლარად ეყიდათ“, – ამბობს მთის კურორტების განვითარების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თამთა იაშაღაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული შეთავაზებით მომხმარებელს სასრიალო ტრასებთან რიგში დგომა აღარ მოუწევთ: „ეს ასევე განტვირთავს რიგებს. აბონიმენტი არის სახელობითი რომლის გამოყენებასაც ვერ შეძლებს სხვა პირი“.

იაშაღაშვილის განმარტებით, სეზონური აბონიმენტი დაახლოებით 800–მდე გაიყიდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ზამთრის სეზონის შესახვედრად აქტიური მზადება მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე გაშვებულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემა სასრიალო ტრასებზე. მიმდინარეობს გეგმიური სარემონტო სამუშაოები საბაგიროებზე“, – ამბობს თამთა იაშაღაშვილი.

ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ სეზონი კურორტში სავარაუდოდ 10 დეკემბერს გაიხსნება: „ეს დამოკიდებულია ამინდზე, შესაძლოა ხუთი დღით გადაიწიოს“.

ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება.

„ემატება ახალი სასრიალო არეალები. გარდა ტურისტების უკეთ მომსახურებისა, ახალი საბაგიროები ასევე გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ასევე, იგეგმება დიდი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელშიც შედის გათოვლიანების სისტემები, წყლის რეზერვუარები ხელოვნური თოვლისთვის. ამასთან, ბაკურიანში დიდველზე 10 ახალი გონდოლა დამონტაჟდა ძველი გონდოლის საბაგიროზე და შედეგად ძველი საბაგირო დაახლოებით საათში 350-400 კაცით მეტს გაატარებს, რაც რიგებს მნიშვნელოვნად განტვირთავს,“ - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ შეხვდება ბაკურიანი ზამთრის სეზონს
ბაკურიანში უთოვლობის გამო ზამთრის სეზონის გახსნა გადაიდო
ბაკურიანში დიდველის საბაგირო გამორთულია
ბაკურიანს საბაგირო გზები და სასრიალო ტრასები დაემატება
ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
ზამთრის კურორტებზე სეზონი რვა დეკემბრიდან გაიხსნება