FM97.5 / LIVE

საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ევროპული სახანძრო მანქანა დაემატება

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.12.2019
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 30 ახალ სახანძრო მანქანას ყიდულობს. მანქანების საქართველოში ჩამოყვანამდე, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ქართველი მეხანძრე-მაშველები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ევროპული სახანძრო მანქანა დაემატება

უწყების ინფორმაციით, გერმანიაში წარმოებული სახანძრო-სამაშველო მანქანები საქართველოში წლის ბოლოს ჩამოვა.

"მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო. სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის. ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა."მაგირუსის" სახანძრო ტექნიკა განთავსებულია "ივეკოს" ფირმის საავტომობილო შასზე.

30-ვე სახანძრო მანქანამ გერმანიაში უკვე გაიარა სრული ინსპექტირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი ტესტირებას პირადად ესწრებოდა. იგი ახალი სახანძრო მანქანის შესაძლებლობებს გაეცნო, ასევე, შეხვედრები გამართა კომპანია "მაგირუსის" წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენ ვიმყოფებით გერმანიაში, ქალაქ ულმში, სადაც მდებარეობს კომპანია "მაგირუსის" ქარხანა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეისყიდა 30 ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანა და დღეს ხდება ამ მანქანების საბოლოო ინსპექტირება. წლის ბოლომდე, 30 მანქანა საქართველოში ჩამოვა. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღებული აქვს კურსი, მთლიანად ჩანაცვლდეს მოძველებული რუსული ავტომობილები თანამედროვე, ახალი, ევროპული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით“, - აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

მანქანების საქართველოში ჩამოსვლამდე, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ქართველი მეხანძრე-მაშველები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. ახალი, ევროპული სტანდარტის ტექნიკა მუნიციპალური სახანძრო მანქანებია. მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გადაანაწილებს.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომს ახალი სახანძრო მანქანა ეყოლება
ბორჯომსა და აბასთუმანს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა
დღეიდან ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა ექნება
საგანგებო: სახანძრო ტექნიკის განაწილებისას სამცხე–ჯავახეთი პრიორიტეტი იქნება
მეხანძრე მაშველები გადამზადებას გადიან
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა [Photo]