FM97.5 / LIVE

ადიგენში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა

მთავარისიახლე, შემთხვევა 01.12.2019
ადიგენის სოფელ ყარათუბანში ხანძარის შედეგად ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

ადიგენში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა

ხანძარი დღეს, პირველ დეკემბერს გამთენიისას მოხდა. ცეცხლი ყარათუბანში მცხოვრებ ზაალ კუბლაშვილის სახლში გაჩნდა და მეზობლად მცხოვრებ ფირუზ კუბლაშვილის საცხოვრებელზე გადავიდა.

„დილის შვიდის ნახევარზე უკვე ვხედავდი ცეცხლს მეორე სოფლიდან. სანამ დავრეკე ყველგან და ადგილზე მივედი, სახანძო მისული იყო. ეს ორი სახლი ძალიან ახლოს იდგა ერთმანეთთან, ფაქტობრივად, ერთი კედელი ჰყოფდა. ძველი სახლებია, მაგრამ შიგ ცხოვრობდნენ“, - ამბობს მერის წარმომადგენელი გორგულის ტერიტორიულ ორგანოში, ზოია გახოკიძე.

მისივე თქმთ, ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა: „სადაც ცეცხლი გაჩნდა, ამ სახლში მარტო ცხოვრობს ჯანმრთელობის პრობლემის მქონე კაცი. მეზობლებთან რომ მოვიკითხე რამ გამოიწვია ხანძარი-მეთქი, მითხრეს, რომ ამ კაცს დილამდე ტელევიზორი აქვს ხოლმე ჩართული. ეტყობა, რომ ჩაეძინა ტელევიზორი დარჩა და კაბელი გადახურდა“.

ხანძრის ჩაქრობას სოფელში ექვსი სახანძრო ჯგუფი ცდილობდა: „იყო საშიშროება, რომ მესამე სახლზეც გადასულიყო, მაგრამ გადავარჩინეთ“, - ამბობენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სოფლის რწმუნებულის თქმით, ორივე ოჯახს დასახლებაში სხვა სახლებიც აქვთ, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა მათ მაინც დაეხმარება.

ადიგენის მერიის ინფორმაცი ხანძრის შედეგებს სპეციალური კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც გადაწყდება რა ტიპის დახმარებას მიიღებენ კუბლაშვილები.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]
ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან
ასპინძაში, მინდორში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ტყეს უახლოვდება
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანძარი გაჩნდა
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
სოფელ სვირში სახლი იწვის