FM97.5 / LIVE

საკრებულოს თავმჯდომარემ და კომისიებმა, წლიური ანგარიში ვადის ამოწურვის ბოლო დღეს წარადგინეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.11.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და კომისიის თავმჯდომარეებმა გაწეული სამუშაოს შესახებ, წლიური ანგარიში, ვადის ამოწურვის ბოლო დღეს წარადგინეს. შეხვედრას ათამდე ადგილობრივი ესწრებოდა, თუმცა მათ სხდომა დასრულებამდე დატოვეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ და კომისიებმა, წლიური ანგარიში ვადის ამოწურვის ბოლო დღეს წარადგინეს

სხდომათა დარბაზში შეკრებილებს საკუთარი ანგარიში თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ წარუდგინა, მან საკრებულოს და კომისიის ჩატარებული სხდომების რაოდენობაზე, ასევე კომისიების მუშაობისა და ადგილობრივებთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა.

საკუთარი მუშაობისა და ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და სოფელ ანის დეპუტატმა იოსებ კაპანაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა ჩაატარა და იმ პროექტებზეც ისაუბრა, რაც მერიამ განახორციელა.

ზოგადი წლიური ანგარიში წარადგინეს კომისიების თავმჯდომარეებმა, მათ წლის განმავლობაში იმ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც საკრებულოს მხარდაჭერით მერია ახორციელებს ან განახორციელა.

კომისიების თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულად მათი რომელი საკითხი დააყენეს დღის წესრიგში, რომელსაც რეაგირება მოჰყვა, არ უთქვამთ.

„ეს შეხვედრა, მხოლოდ ჩემი, ჩემი მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარეების ანგარიში იყო. ინდივიდუალური ანგარიშები დეპუტატებმა თავიანთ ამომრჩევლებს უკვე გააცნეს და ამის ამსახველი ოქმები და ყველა შესაბამისი დოკუმენტი საკრებულოს აპარატშია წარდგენილი“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

დღევანდელ სხდომას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ათამდე მოქალაქე ესწრებოდა, თუმცა სხდომის მიმდინარეობის პერიოდში, მათ დარბაზი ისე დატოვეს, რომ კითხვაც არ დაუსვამთ.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე რატომ არ ესწრებოდა მეტი მოქალაქე ანგარიშის წარდგენას და იყვნენ თუ არა ისინი ინფორმირებულნი, თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ: „მოქალაქეების მოყვანა დეპუტატებს დაავალა და ვინც შეძლო მოიყვანა კიდეც“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი გვარამაძემ განაცხადა, რომ დეპუტატები პარტიის დავალებით, ინდივიდუალურად „ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის შტაბშიც შეხვდებიან მოქალაქეებს და მათ პრობლემებს მოისმენენ.

„ეს არის „ქართული ოცნების“ დავალება ცენტრალური პარტიიდან, რომ მაჟორიტარები და პროპორციული სიით საკრებულოში შემავალი ჩვენი დეპუტატები თითო დღე მოვიდნენ შტაბში და მოსახლეოაბას ინდივიდუალურად მოუსმინონ. რომელი დეპუტატი, რომელ დღეს იქნება შტაბში, ამას ჩვენი ფეისბუქ გვერდით გავავრცელებთ და ინფორმირებულნი იქნებიან“, - განაცხადა სხდომაზე გიორგი გვარამაძემ.

საკრებულოს დეპუტატების ანგარიშის წარდგენას, ოპოზიციური დეპუტატების ნაწილი დაესწრო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დეპუტატებმა თავიანთი შეხვედრების ოქმები საკრებულოში წარადგინეს, თუმცა საჯარო ანგარიში როდის ექნებათ მისთვის უცნობია.

„დღევანდელი ანგარიში, მხოლოდ ის იყო, ვინ რამდენ სხდომას დაესწრო და რას დაუჭირა მხარი, სხვა არაფერი. ანგარიში უნდა წარადგინოს მერიამ და მერიის სამსახურებმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ხელისუფლების წამომადგენლებმა. ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ პრობლემებს, ვაყენებთ საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ არაფერს ითავლისწინებენ. ოპოზიცურიმა პარტიამ რა უნდა გააკეთოს?! მე არანაირი ბერკეტი არ მაქვს ხელში“, – ამბობს ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა ტატალაშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს პირველი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

საკრებულომ აღნიშნული შეხვედრა, კანონით განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს ჩაატარა. ამის მიზეზად თავმჯდომარემ დეპუტატების მოუცლელობა დაასახელა.

„შემოდგომაა, სოფელში საქმეებია და ესე ვერ მოვუყარეთ თავი დეპუტატებს, ამიტომ ვადები რომ არ დაგვერღვია დღეს ჩავნიშნეთ სხდომა“, - განაცხადა გელა ნოზაძემ.

თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშზე დასწრება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა ამომრჩეველს შეუძლია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა
ახალციხის საკრებულოს წევრები ამომრჩეველს ანგარიშს წარუდგენენ
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ
ახალციხის მერისა და საკრებულოს დეპუტატების ანგარიში მოსახლეობას
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე
ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ
‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს