FM97.5 / LIVE

ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]

მთავარირეკლამა 26.10.2019
სასტუმრო „მონოგრაფის“ მხარდაჭერით, ადიგენში ბავშვთა რაგბის ფესტივალი გაიმართა. მასში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის სარაგბო ჯგუფებმა მიიღეს.

ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]

რაგბის ფესტივალი ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე, დღეს, 26 ოქტომბერს მოეწყო. ერთმანეთს 6-14 წლის ასაკის მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდები შეხვდნენ.

ფესტივალს გარკვეული სისტემა ახასიათებდა, მოედანი სამ ნაწილად იყო დაყოფილი და მატჩები ერთდროულად მიმდინარეობდა: „ფესტივალში გამარჯვებული არ ვლინდება, ყველა ყველას ეთამაშება და საბოლოოდ, დაჯილდოვდებიან სიგელებით“, - განმარტა რაგბის ბაზის ასპინძის ადმინისტრატორმა დათო მგელაძემ.

ფესტივალში სულ 250 ბავშვი, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და თბილისის სარაგბო ცენტრებიდან მონაწილეობდნენ: „სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჯგუფი „ტაოს“ მოთამაშეების 95% ამ რეგიონიდან არიან. შესაბამისად, ისინი უკვე სერთიფიცირებული მწვრთნელები არიან და თავიანთ სოფლებში ავარჯიშებენ ბავშვებს. სწორედ, ეს ბავშვები არიან დღეს აქ წარმოდგენილი. ეს ბავშვები, რომლებიც „ტაოს“ ბიჭებს მთელი კვირა დასდევენ და „მასწ“, „მასწ“ ეძახიან, შაბათ-კვირას მიდიან და „მასწ“-ების თამაშს უყურებენ და გულშემატკივრობენ. ეს პრინციპი, უწყვეტობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს სარაგბო კლუბ „ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.

მისივე თქმით, საბავშვო ფესტივალი ადიგენში სასტუმრო „მონოგრაფის“ მხარდამჭერით მოეწყო. მან მონაწილეების ტრანსპორტირებისა და კვების თანხები აანაზღაურა: „მონოგრაფი“ მაღალი კლასის სასტუმროა, რომელიც სულ მალე გაიხსნება თბილისში, თავისუფლების მოედანზე.

არაჩვეულებრივი ლოკაციაა, უყურებს, როგორც თანამედროვე თბილისს, ასევე ძველ თბილისს, იქნება 36 ნომერი. მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენ ამ ფესტივალის მხარდამჭერები ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანიას ასეთ სოციალურ პროექტში მონაწილეობა და იმისი მხარდაჭერა, რომ ახალგაზრდა თაობას მივცეთ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრების სტიმული“, - ამბობს „მონოგრაფის“ საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის მენეჯერი თათული ღვინიაშვილი.

„ტაოს“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფესტივალების არსებობა რეგიონში რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს: „ეს დღესასწაული მოგვიწყო „მონოგრაფმა“ და იმედი გვაქვს, რომ ეს ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. რაგბის გეოგრაფიულ არეალზე საქართველოში უკვე გაჩნდა ახალი, რეგიონი და ჩვენ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოვუტანთ. ცხოვრების ჯანსაღი წესია მთავარი, აქედან ზოგიერთი ვარსკვლავი გამოვა, მაგრამ მთლად ვარსკვლავობა ჩვენი პრინციპი არაა. „რაგბი აქაურობას!“ ასეთია ჩვენი დევიზი“.

ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
ადიგენის გუნდი
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
ასპინძის გუნდი
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
აწყურის გუნდი
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
ახალციხის გუნდი [უფროსები]
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
ახალციხის გუნდი [უფროსები]
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
ახალციხის გუნდი [უმცროსები]
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
ახალქალაქის გუნდი
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
ჭულეს გუნდი
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
სასტუმრო "მონოგრაფის" წარმომადგენლები
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
თბილისის "ლაშარი"
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
თბილისი, ავჭალის გუნდი
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
თბილისის გუნდი


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
ასპინძის ბაზაზე რაგბის ფესტივალი გაიმართა [R]
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს
‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით
რაგბის რეგიონულ გუნდში  300 მოზარდი ივარჯიშებს
ახალციხეში რაგბის მატჩი 'ტაოს' გამარჯვებით დასრულდა [Photo]
რაგბის გუნდი ‘ტაო’ ფოთში ‘კოლხ რაინდებთან’ შესახვედრად ემზადება