FM97.5 / LIVE

7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.10.2019
2019 აპრილიდან 18 ოქტომბრამდე საპენსიო დაგროვებითი სისტემა რეგიონში 4 720–მა ადამიანმა დატოვა. ყველაზე მეტი სისტემას მაისში გამოეთიშა.

7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

სოციალური მომსახურების სააგენტოში განგვიმარტეს, რომ სამცხე–ჯავახეთში საპენსიო დაგროვებითი სისტემა ყველაზე მეტმა ადამიანმა მაისში დატოვა, ყველაზე ნაკლებმა კი სექტემბერში.

მონაცემები ასეთია: აპრილი – 529 ადამიანი; მაისი – 2 593; ივნისი – 996; ივლისი–397; აგვისტო–115; სექტემბერი – 60; ოქტომბერი (1–დან – 18–მდე) – 30;

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც 2018 წლის ექვს აგვისტოს უკვე იყო 40 ან მეტი წლის. თუ პიროვნებას 40 წელი 2018 წლის შვიდ აგვისტოს, ან შემდეგ შეუსრულდა, მას საპენსიო სქემიდან გამოსვლის უფლება აღარ აქვს.

სავალდებულო საპენსიო სისტემის დატოვების მსურველთათვის განცხადების დაწერა შესაძლებელია, სქემაში ჩართვიდან, სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი იმ თარიღიდან იწყება, როდესაც ბუღალტერი ამა თუ იმ პირის პირველ საპენსიო შენატანს დააფიქსირებს და დეკლარაციას დახურავს.

ვინც სარგებლობს სქემის დატოვების უფლებით, ვალდებულია სამი თვის განმავლობაში სქემაში დარჩეს. თუმცა სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ მათ ეძლევათ კიდევ ორი თვე, რათა დაწერონ განცხადება დატოვების შესახებ. თუ ამ ხნის განმავლობაში არ დატოვებს პირი სქემას, ის დარჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და სქემიდან ვეღარ გავა.

განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირსაც, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

რამდენმა ადამიანმა დატოვა სავალდებულო საპენსიო სისტემა სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 265–მა ადამიანმა დატოვა
სამცხე-ჯავახეთში საპენსიო სისტემა ყველაზე მეტმა ადამიანმა ახალციხეში დატოვა
სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სქემიდან გასვლაზე სააგენტოს 300–მდე პირმა მიმართა
40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ
ლევან სურგულაძე: ‘საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა’
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება