FM97.5 / LIVE

როდის დაიწყება ახალციხეში ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.10.2019
ახალციხეში, ფარეხის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი უკვე დასრულებულია და მასში ცვლილებები აღარ შევა. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, ეს ადგილობრივ თვითმმართველობაზე დამოკიდებული აღარ არის.

როდის დაიწყება ახალციხეში ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისათვის, ადგილობრივ დონეზე, ყველა საჭირო აქტივობა განხორციელებულია. შერჩეულია ადგილი და ძველი შენობაც, სადაც თავშესაფრის მოწყობა იგეგმება. გადაწყვეტილია წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საკითხებიც.

პროექტმა, რომლის მიხედვითაც მშენებლობა უნდა მოხდეს, გაიარა ექსპერტიზა. სამშენებლო სამუშაოებისთვის კი ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს, თუმცა კონკრეტულად როდის - ეს ცნობილი არ არის.

„პროექტი შესყიდულია, ექსპერტიზა გავლილია, საბოლოოდ შეჯერებულია, მასში არაფერი შეიცვლება. მშენებლობის დაწყების საკითხი არის გასარკვევი, დავიწყებთ ახლა ამას თუ გადავიტანთ გაზაფხულზე. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ამას წყვეტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომლებიც დონორებზე არიან დამოკიდებული“, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, პროექტის პირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. შედეგად, გაიზარდა ვოლიერების რაოდენობაც: „ინდივიდუალური ვოლიერები გავაკეთეთ ძაღლებისათვის. თავიდან ისე იყო გათვალისწინებული, რომ პროცედურა როცა ჩაუტარდებოდა, ორ-ორი ძაღლი უნდა ყოფილიყო ერთად ერთ ვოლიერში. ახლა ცალკ-ცალკე ვოლიერი იქნება და უფრო კომფორტული იქნება“.
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის პროექტია. იგი 300 ცხოველზეა გათვლილი.

მშენებლობა 3 მილიონ 600 000 ლარი ჯდება. შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას და აღჭურვას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, თავშესაფარში აუცილებელია ხუთი ძირითადი პრინციპის დაცვა.
ესაა:

-წყურვილისა და შიმშილისგან თავისუფლება;
-დისკომფორტისგან თავისუფლება, ტკივილის, ჭრილობის და ავადმყოფობისგან თავისუფლება;
-თავისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნორმალური ქცევის განხორციელების თავისუფლება;
-გადაადგილების თავისუფლება, შიშისა და დასტრესისგან თავისუფლება.

თავშესაფარი ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს თავშესაფარში მათი ბრუნვის ამსახველი სტატისტიკა, ყველა ცხოველის სტერილიზაცია და ვაქცინაცია.

თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს ცხოველთა თავშესაფრის პროექტი საჩუქრად გადასცეს
ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, ფარეხაში აშენდება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორს შეხვდება
რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი
მგფ–მ ახალციხეში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ცხოველთა თავშესაფარი კეთდება
ახალციხის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ავტორის გარეშე შეცვალა