FM97.5 / LIVE

VTB ბანკმა მასწავლებლებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა

მთავარისიახლე, განათლება 04.10.2019
დღეს, ოთხ ოქტომბერს, მასწავლებლებს VTB ბანკის ახალციხის ფილიალის მმართველმა და საგანამანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მასწავლებლეთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. VTB ბანკმა მასწავლებლებს თეატრის ბილეთები გადასცა.

VTB ბანკმა მასწავლებლებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა

„ხვალ არის მასწავლებლების საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით, დავპატიჟეთ მასწავლებლები ტკბილეულობასა და ყავაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, თითოეულ მათგანს, გადავცემთ ეროვნული დრამატურგიის V საერთაშორისო ფესტივალზე დასასწრები ბილეთები“, – გვითხრა VTB ბანკის ახალციხის ფილიალის მმართველმა ლევან ჯანანაშვილმა.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სკოლის 40 მასწავლებელი ესწრებოდა. მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ პედაგაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და „ღირსეული თაობების აღზრდა უსურვა“.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ პედაგოგიური საქმინობისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. ჩემი სკოლების ათასამდე მასწავლებლით ვამაყობ და ყველას გისურვებთ ღირსეული თაობის აღზრდას“, – მიმართა ხმალაძემ მასწავლებელებს.

პედაგოგებს პროფესიული დღე ყველაზე მხცოვანმა და ახალგაზრდა მასწავლებლებმა მიულოცეს.

„გისურვებთ მოთმინებას, რადგან ჩვენ გვაქვს ურთიერთობა მომავალ თაობასთან და მოგეხსენებათ, რომ მომავლ თაობას გააჩნია სხვანაირი ინტერესი, მიდგომა, მორალი და ფასეულობა. ნამდვილად, ჩვენი შრომა ფასდაუდებელია. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებებსა და კარიერულ წინსვლას“, – ამბობს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვიქტორია მინასიანი. ის შეხვედრაზე ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი იყო.

ვიქტორიას მსგავსად, მასწავლებლებს პროფესიული დღე ვალის პირველი საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ვილი გოზალიშივილმა მიულოცა. 44 წელია რაც ის სკოლაში ასწავლის: „ვულოცავ ყველა მასწავლებელს ხვალინდელ დღეს. ვამაყობ იმით, რომ მასწვალებელი ვარ“.

საზეიმო ტორტი ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელმა, ვიქტორია მინასიანმა გაჭრა.

VTB ბანკმა მასწავლებლებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა

VTB ბანკმა მასწავლებლებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა
[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ მასწავლებლებს პროფესიული დღე აღუნიშნა [Photo]
ახალციხის მერმა პედაგოგებს პროფესიული დღე წინასწარ მიულოცა
ახალციხეში მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს
ახალიციხეში 100-მა მასწავლებელმა წამყვანი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო
ახალციხის გამგეობამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე აღუნიშნა
რას სთავაზობს პედაგოგებს 'ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი'
ახალციხის გამგეობამ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა