FM97.5 / LIVE

რომელი ობიექტები დაჯარიმდა სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.10.2019
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) სამცხე–ჯავახეთში მდებარე ობიექტებში 2018–2019 წლებში სხვადასხვა მუხლით 164 დარღვევა გამოავლინა. დაჯარიმებულ ობიექტებს შორის არიან „საღიღინო“, „რესტორანი რაბათი“ და “ემიგრანტი“.

რომელი ობიექტები დაჯარიმდა სამცხე–ჯავახეთში

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, „სამხრეთის კარიბჭესათვის“ გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახალციხეში დაჯარიმდა 18 ობიექტი, აქედან 2018 წელს – 16, ხოლო 2019 წელს – 2.

გასულ წელს, გაცემული მითითების შეუსრულებლობის გამო, სეს–მა რესტორანი „საღიღინო“ 400 ლარით დააჯარიმა, ხოლო რესტორანი „ემიგრანტი“, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის გამო – 1 000 ლარით; ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 200 ლარით დაჯარიმდა „რესტორანი რაბათი“. დაჯარიმებული ობიექტების სიაში მოხვდნენ ინდმეწარმეებიც.

კრიტიკული თუ არაკრიტიკული შეუსაბამობის რაოდენობით, 2018–2019 წლებში, ლიდერობს ბორჯომი. ორი წლის განმავლობაში, აქ სეს–მა ყველაზე მეტი – 138 დარღვევა დააფიქსირა. დაჯარიმებულთა შორის არიან სასტუმრო „თბილისი“, „რესტორანი მგზავრები 2017“ და სხვა. მათი უმრავლესობა, კრიტიკულ შეუსაბამობებთან ერთად, საქმიანობის რეესტრში რეგისტარციის არქონის გამო დააჯარიმეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ხუთი ობიექტი დაჯარიმდა ახალქალაქში, ყველა მათგანი ინდმეწარმეა და 2018 წელს დაჯარიმდა.

გასულ წელს ერთი ინდმეწარმე დაჯარიმდა ასპინძაში და ერთი ნინოწმინდაში. არც ერთ მათგანს რეესტრში თავისი საქმიანობა დაფიქსირებული არ ჰქონდა.

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 400 ლარით დააჯარიმა ააიპ ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება – სოფელ ბოლაჯურის საჯარო ბაგა–ბაღი. მათ სეს–ის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამების შესახებ გაცემული მითითება არ შეასრულეს.

სეს–ის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, რეგიონში დასახელებული 164 ობიექტიდან, უმრავლესობა საკუთარი საქმიანობის საჯარო რეესტრში არ ასახავის გამო დაჯარიმდა; შემდეგ მოდის ეტიკეტირების წესების დარღვევა, არაკრიტიკული შეუსაბამობის შესახებ გაცემული მითითების შეუსრულებლობა, კრიტიკული შეუსაბამობები. არიან ისეთი ბიზნესოპერატორებიც, ვინც გასაყიდად ვადაგასული სურსათი განათავსა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ დაჯარიმდა ‘დუბლი’ ‘ვარძია’ და ‘ივერია+’
სეს: ახალციხეში რესტორანი ‘ვარძია’ 1 000 ლარით დაჯარიმდა
‘კომენდანტის საათის’ დარღვევისთვის 68 მოქალაქე დაჯარიმდა - შსს
კომენდანტის საათის დარღვევისთვის 71 მოქალაქე დაჯარიმდა
'კომენდანტის საათის'დარღვევისთვის 88 მოქალაქე დაჯარიმდა
‘კომენდანტის საათის’ დარღვევისთვის 59 მოქალაქე დაჯარიმდა
24 საათში ‘კომენდანტის საათის’ დარღვევისთვის 57 პირი დაჯარიმდა