FM97.5 / LIVE

‘ბურუსით არის მოცული და ლაბირინთივითაა’, – დეპუტატებმა ტურიზმის ააიპ–ის დაფინანსება გააპროტესტეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.10.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, ერთ–ერთი ცვლილება სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილ ტურიზმის ააიპ–ის 13 000 ლარით დაფინანსებას ეხება. ახალი ცვლილებები მიუღებელია დეპუტატების ნაწილისთვის.

‘ბურუსით არის მოცული და ლაბირინთივითაა’, – დეპუტატებმა ტურიზმის ააიპ–ის დაფინანსება გააპროტესტეს

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, ახლადშექმნილ ააიპ–ს „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“(DMO) რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტი დააფინანსებს იგივე რაოდენობით.

„ვიდრე ეს ააიპ–ი გრანტებს მოიპოვებს და საკუთრი თავის დაფინანსებას შეძლებს, მუნიციპალიტეტები დააფინასებენ“, –განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მორჩენილი თანხები, რომელსაც რეგიონული განვითრების ფონდი ახორციელებდა, მთავრობას დაუბრუნდა:„ამასთან ერთად, მოხდა სოციალურ სფეროში მუხლობრივი გაადგილებები“.

ორგვერდნახევრიანი განმარტებითი ბარათი, რომელიც საკრებულოს წევრებს დაურიგდათ, მათში უკმაყოფილება გამოიწვია. დეპუტატების თქმით, ბიუჯეტის გადანაწილება გაუგებარია და ბურუსით არის მოცულია.

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, ბიუჯეტს ხელახლა ვამტკიცებთ, ლაბირინთივით არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ეკა ტატალაშვილმა.

სამცხე–ჯავახეთის ტურისტული ააიპ–ის, დაფინანსება კი მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობის წევრისთვის თამარ გოგოლაძისთვის, მისი თქმით მუნიციპალიტეტში ბევრი ააიპ–ია, რომელსაც დახმარება სჭირდება.

„მაგალითად მუსიკალური სკოლა, მივიდნენ და ნახონ ბავშვები რა პირობებში სწავლობენ, არანაირი პირობა არ არის შექმნილი და ახალ ააიპ–ებს ხსნიან. ეს არის ხალხზე მორგებული ბიუჯეტი, ბურუსით არის მოცული ყველაფერი“,–განაცხადა თამარ გოგოლაძემ.

ახლციხის საკრებულომ 30 სექტემბერს რიგით მეცხრე სხდომა გამართა, სადაც ოთხი საკითხი იყო წარდგენილი, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებისა და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ერთ–ერთი მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ახალი ააიპ–ი ფუძნდება, რომელსაც თანხას ყველა მუნიციპალიტეტი გამოუყოფს
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა
ახალციხის საკრებულომ ააიპ-ების ანგარიში მოისმინა
ბორჯომის ააიპ–ებში შტატების რაოდენობა იზრდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში ოთხი ააიპ და ერთი შპს დარჩება
სამცხე–ჯავახეთში ტურისტული ააიპ–ი იქმნება
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება