FM97.5 / LIVE

სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა

მთავარისიახლე, სამართალი 24.09.2019
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, მეხუთე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის, თემურ ხუციშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის თქმით, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური შეურაცხყოფა ნამდვილად მოხდა.

სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ხუციშვილის საჩივრის გადაწყევტილებაზე სარეზოლუციო ნაწილი დღეს, 24 სექტემბერს გამოაცხადა. მასწავლებლის საჩივარი, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე, არ დაკმაყოფილდა.

„მიმაჩნია, რომ ნამდვილად მოხდა ბავშვზე მასწავლებლის მხრიდან შეურაცხყოფა და დირექციამაც შესაბამისი რეაგირება მოახდინა. სასამართლო განხილვების დროს, საპირისპიროდ არგუმენტირებული მტკიცებულება, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, არ მომისმენია“, – განაცხადა გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ.

მოსარჩელე მხარისთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„ვფიქრობდით, რომ დაკმაყოფილდებოდა სარჩელი, რადგან ამის ყველა მტკიცებულება გვქონდა, მაგრამ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ვერ ვხვდები გასაჩივრების აზრს, საქართველოში ყველა მოსამართლე ერთნაირია“, – გვითხრა სხდომის დასრულების შემდეგ თემურ ხუციშვილმა.

თემურ ხუციშვილს სკოლა, მეხუთე კლასში მომხდარი ინციდენტის გამო, 2018 წლის 28 დეკემბერს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა იმის გამო, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ძიება შეწყდა, რის შემდეგაც ხუციშვილმა, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით, სკოლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის პროცესზე მოწმეები არ მივიდნენ
სკოლის დირექტორი  გათავისუფლებულ  მასწავლებელთან  მორიგებაზე უარს ამბობს
თემურ ხუციშვილის პროცესზე მოსწავლეები და მასწავლებლები დაიკითხნენ
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა
თემურ ხუციშვილი: 'დირექტორი ჩემს წინააღმდეგ ბავშვებს წვრთნიდა'
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
სააპელაციო სასამართლომ ვეფხვია ხუციშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა