FM97.5 / LIVE

ტურისტული ააიპ–ისთვის ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.09.2019
სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ააიპ–სთვის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO) აღმასრულებელ და მარკეტინგის დირექტორებს ეძებენ.

ტურისტული ააიპ–ისთვის ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა

მარკეტინგისა და PR მენეჯერის, ასევე აღმასრულებელი დირექტორის პოზიციებზე ვაკანსია მეორედ 30 აგვისტოს გამოცხადდა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 12 სექტემბერია.

ახლადშექმნილი ააიპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO)–სთვის ვაკანსია პირველად სამ პოზიციაზე, 20 ივნისს გამოცხადდა, სადაც სულ 30 განმცხადებლის, 47 განაცხადი შევიდა, თუმცა საკონკურსო კომისიამ მხოლოდ ერთი თანამშრომელი პროექტების მენეჯერის პოზიციაზე შეარჩია.

როგორც საკონკურსო კომისისს თავმჯდომარე ეკა ორჯონიკიძე აცხადებს, ვაკანტურ პოზიციებზე შესაბამისი კანდიდატების ვერ შერჩევის მიზეზი ინგლისური ენის არცოდნა გახდა.

„დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO)აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი 1500 ლარი იქნება, თანამშრომლების კი 1000 ლარი.
სამცხე–ჯავხეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა
‘პრობლემა ინგლისურის არცოდნამ შექმნა’ - DMO-სთვის მხოლოდ ერთი თანამშრომელი შეირჩა
ტურისტულმა ააიპ-მა თანამშრომლები მეორედ გამოცხადებულ კონკურსზეც ვერ შეარჩია
ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს
ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ–სთვის თანამშრომლების შესარჩევ კონკურსზე 47 განაცხადი შევიდა