FM97.5 / LIVE

მამუკა ბახტაძე: 'პედაგოგებს ხელფასი ყოველწლიურად გაეზრდებათ'

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.08.2019
ოქტომბრის თვიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ და ეს პროცესი ყოველწლიური იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინიატრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა და მათ განათლების რეფორმის დეტალები გააცნო.

მამუკა ბახტაძე: 'პედაგოგებს ხელფასი ყოველწლიურად გაეზრდებათ'
პრემიერ–მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ განათლების სისტემის რეფორმა მტკივნეული საკითხების გადაჭრას უკავშირდება და პირველ ნაბიჯები პედაგოგებს შეეხებათ, რაც მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად ანაზღაურების ზრდა იქნება.

"ჩვენი რეფორმა გულისხმობს მეტი თავისუფლების მიცემას ჩვენი სკოლებისთვის და მასწავლებლებისთვის. პედაგოგის პროფესია უნიკალურია ნებისმიერი ერისთვის, ამიტომაც მე როგორც, ამ იდეის ავტორს, ერთ-ერთ მთავარ მიზნად მიმაჩნია პედაგოგს, როგორც პროფესიას, დავუბრუნოთ ის პატივისცემა და ღირსება, რომელსაც იმსახურებთ იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ამ ქვეყანას უნდა აღუზარდოთ მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, პატრიოტი ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და წარმატება. სწორედ ამიტომაა ეროვნული იდეა განათლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული პედაგოგის ანაზღაურება მტკივნეული საკითხი იყო წლების განმავლობაში და პირადად მისთვისაც, რადგან პედაგოგს ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე ორჯერ ნაკლები ანაზღაურება ჰქონდა.

"ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები და მე ვგრძნობ ამ დაკვეთას. უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში პირველ ეტაპზე 2019 წლის ოქტომბერში ყველა სტატუსიან მასწავლებელს გაეზრდება ანაზღაურება. ხელფასები გაზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციებს, მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს, მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც"–განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ხელფასების ზრდა ყოველწლირი იქნება და 2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარს მიაღწევ; წამყვანი პედაგოგის - 2150 ლარს და მენტორი პედაგოგის - 2450 ლარს.ბახტაძის თქმით, საქართველოს ყველა მომდევნო მთავრობა ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლების 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო
სკოლების ადმინისტრაციების და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს ანაზღაურება გაეზრდებათ
მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
პრემიერი: გპირდებით, 2022 წელს პედაგოგისთვის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება
წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ
პროფესიული განათლების 2 515 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება
2016 წლის აპრილიდან მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 600–700 ლარი იქნება