FM97.5 / LIVE

არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.09.2013
სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართული, სომხური და რუსული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო დღემდე არ მიუღიათ. რესურსცენტრებში ირწმუნებიან, რომ უახლოეს მომავალში სკოლები ყველა წიგნს მიიღებენ.

არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში, რომელიც სომხურენოვანია, 2013-2014 სასწავლო წლისთვის 623 მოსწავლეა დარეგისტრირებული. მათ შორის 56 პირველკლასელი.

ისევე როგორც ქართულენოვან სკოლებში, სახელმძღვანელოები აქაც ეტაპობრივად რიგდება და წიგნები იმ მოსწავლეებს არ მიუღიათ, ვინც მობილობით სხვა სკოლიდან გადმოვიდნენ.

თუმცა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის ძირითად პრობლემას მშობლიური ენისა და ლიტერატურის წიგნების არქონა წარმოადგენს. მესამე საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ არცერთ მოსწავლეს მშობლიური ენისა და ლიტერატურის წიგნი არ მიუღია. გარდა ამისა, არ მიუღიათ არც რუსული ენის სახელმძღვანელოები.

„მშობლიური ენის წიგნები საერთოდ არ არის, ახლა იმ წიგნებით სწავლობენ, რომელიც სკოლაში გვქონდა, მაგრამ ისინიც მოძველებულია“, - ამბობს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სვეტა არუთინიანი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან, სადაც ჯამში 6 205 მოსწავლეა, 14 არაქართულენოვანი სკოლაა. ამ სკოლებში განათლებას 1 625 მოსწავლე ეუფლება.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის წიგნები საქართველოში არ იბეჭდება. სომხური ენისა და ლიტერატურის წიგნები სომხეთიდან უნდა შემოვიდეს.

„სამინისტროში არის სომხური დიასპორის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელიც ჩვენ დაგვიკავშირდა, მოგვთხოვა რა რაოდენობის სახელმძღვანელოები სჭირდებათ მოსწავლეებს კლასების მიხედვით, ეს ცხრილები მივაწოდეთ და სახელმძღვანელოებს ველოდებით“, - ამბობს დიანა ინასარიძე.

გარდა, სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებისა, არაქართულენოვან სკოლებში არც ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნები აქვთ.

„არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოები საქართველოში იბეჭდება, უბრალოდ იყო დაბეჭდილი მერვე დონემდე და ამ ზაფხულს კიდევ დაიბეჭდა, ამაზეც მოთხოვნა გაგზავნილი გვაქვს და უნდა ჩამოვიდეს. უბრალოდ ყველაფერი ერთად ვერ მოვიდა, ამას დრო სჭირდება“, - ამბობს დიანა ინასარიძე.

სახელმძღვანელოებს ელოდებიან ახალქალაქის სკოლებშიც. 16 სექტემბრის მონაცემებით, ქალაქის სკოლებში 639 მოსწავლე ირიცხება. თუმცა ეს არაა საბოლოო ციფრი, რადგან არიან მოსწავლეები, რომლებსაც დაგვიანებული მიმართვის გამო რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლიათ.
ახალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც ირწმუნებიან, რომ ყველა სკოლაში, სახელმძღვანელოები საჭირო რაოდენობით დარიგდება. სომხური ენისა და ლიტერატურის წიგნებს კი სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოგზავნის და მოსწავლეებს ეს სახელმძღვანელოები უახლოეს მომავალში დაურიგდებათ.

[თამარ თოთაძე, აღუნიკ აივაზიანი, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვან სკოლებში მშობლიური ენის სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ მიუღიათ
სომხური სკოლები მშობლიური ენის წიგნებს თვის ბოლოს მიიღებენ
რატომ გვიანდება სომხური ენის წიგნების დარიგება?
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
მეთორმეტეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ