FM97.5 / LIVE

მძღოლების ნარკოტესტირება - სამცხე-ჯავახეთის სტატისტიკა

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.08.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს, ოთხ თვეში ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, ორი მძღოლი შემოწმდა. აქედან ერთს ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფაქტი დაუდგინდა.

მძღოლების ნარკოტესტირება - სამცხე-ჯავახეთის სტატისტიკა
ფოტო: არქივი

რეგიონში მძღოლების ნარკოტესტირების შესახებ ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან რამდენიმე კვირის წინ გამოითხოვა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამცხე–ჯავახეთში ნარკოტესტით მძღოლები 2019 წლის პირველი აპრილიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემოწმდა.

„გადამოწმების შედეგად ერთ მძღოლს ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფაქტი დაუდგინდა და დაწყებულ იქნა გამოძიება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სანქციის სახით ჯარიმას, ან თავისუფლების ერთი წლით აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებამ 550 000-ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი შეიძინა (თითოეულის ღირებულება 54 ლარია). პორტატული ნარკოტესტეტი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

ნერწყვის საშუალებით გამოავლენენ შემდეგი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების კვალს: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის);

ტესტის ძირითად მახასიათებლებში ვკითხულობთ, რომ ნერწყვის შეგროვებისათვის საჭირო დრო სამი წამი იქნება; რეზულტატი წაიკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის შეიცვლის ფერს - წითლიდან ყვითელში;

რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის ხაზით; შესაძლებელი იქნება მიღებული შედეგის ამოპრინტერება ინტეგრირებული პრინტერით;

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია რვა საათის განმავლობაში; მათი თქმით, ტესტი ავლენს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების უმნიშვნელო კვალსაც კი.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მძღოლებს ნარკოტესტირების მიზნით პატრული ადგილზე ნერწყვითაც შეამოწმებს
მანქანის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დაჯარიმდება
მარიხუანის მოხმარებისთვის მძღოლის ადგილზე ნარკოტესტირება აპრილიდან დაიწყება
მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა
ნინოწმინდა–კარწახის საბაჟოებზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები შემოიტანეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს
მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით აპრილიდან დაისჯება