FM97.5 / LIVE

მოუხერხებლად განლაგებული ურნები და სტიქიური სანაგვე რუსთაველის ქუჩაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.07.2019
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის N124-ის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია. დასუფთავებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

მოუხერხებლად განლაგებული ურნები და სტიქიური სანაგვე რუსთაველის ქუჩაზე

რუსთაველის N124–ის კორპუსების მახლობლად ტერიტორიაზე ბოთლები, ნაგვით სავსე ტომრები, სხვადასხვა ნარჩენები ყრია, თუმცა მის დასუფთავებაზე კეთილმოწყობის სამსახურმა უარი თქვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაგავს იქ არ ყრიან და ურნებთან მიაქვთ. დანაგვიანებულ ტერიტორიაზე ადგილობრივები ხშირად ხედავენ შეკრებილ ახალგაზრდებს.

„მოდიან ხოლმე, ლუდს სვამენ, თუმცა ამ კორპუსის მცხოვრები იქ არავინ დაგვინახავს. ჩვენ არც კი გავდივართ იმ ტერიტორიაზე, დანგრეული შენობები და დაბინძურებული გარემოა. ბავშვებსაც კი ვუკრძალავთ იქით გასვლას, საშიშია, ქვეწარმავლებიც კი იქნებიან“, – გვიყვებიან ამ კორპუსის მცხოვრებლები.

კეთილმოწყობის ხელმძღვანელი კობა კურტანიძე ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია მათ არ ეკუთვნით: „სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არაა და ამიტომ ჩვენ ვერ გავასუფთავებთ“.

რუსთაველის 124–ში სამი კორპუსია, რომელიც გამოყოფილია ნომრებით (პირველი, მეორე და მესამე). ამ კორპუსების მცხოვრებლები ურნების გარეშე არიან დარჩენილი. რუსთაველის ქუჩა N124–ს ერთი მხრიდან სკვერი ესაზღვრება, სკვერის ზედა მხარეს გზა გადის, სადაც ერთი ურნა დგას. გზის გადაღმა მეორე ურნაა. ქუჩის მცხოვრებლების თქმით, სწორედ ამ ურნებში ყრიან ნაგავს და საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ: „კორპუსთან უნდა იყოს ურნები, თუმცა აქ არც ერთი არ არის. კეთილმოწყობისთვის არ მიგვიმართავს, მაგრამ, როცა ხედავენ, რომ არაა, უნდა დადგან. ტრასაზე ავდივართ და იმ ურნებში ვყრით ნაგავს“.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე განმარტავს, რომ, როცა ურნები არ არის საკმარისი, მოსახლეობა მიმართავს კეთილმოწყობის სამსახურს, რის შემდეგაც დგამენ ურნებს.

„თუ არაა ურნები და ეს მოსახლეობას აწუხებს, მაშინ მოგვმართავენ და ჩვენ მივიტანთ. ბევრს არ მოწონს დასახლებასთან ახლოს რომაა ურნები და გვეუბნებიან გადაიტანეთო. ამიტომ მოთხოვნის გარეშე ვერ დავდგამთ.“

რაც შეეხება თავად დასუფთავების სამსახურის მუშაობას, კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ახალციხეში 180 ურნაა განთავსებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კი – 610.

სპეცმანქანებიდან სამი ქალაქში და ამდენივე სოფლებში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში, ემატება „ფორდ“–ის მარკის სამი და „გაზ“–ის მარკის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანებიც.

„ურნები და მანქანები, თვეში ერთხელ, ეტაპობრივად, ირეცხება და იქლორება“, - განმარტავენ კეთილმოწყობის სამსახურში. ნაგავით სავსე მანქანები ჭაჭარაქში მიდის და სახელმწიფო ნაგავსაყრელზე იცლება.

ახალციხის ქუჩებს 52 მეეზოვე ასუფთავებს.

მოუხერხებლად განლაგებული ურნები და სტიქიური სანაგვე რუსთაველის ქუჩაზე

მოუხერხებლად განლაგებული ურნები და სტიქიური სანაგვე რუსთაველის ქუჩაზე

[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა
ახალციხეში სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ურნები დადგეს
ასპინძის ქუჩაზე მდებარე სკვერიდან სკამები და ურნები ხევში გადაყარეს
ახალციხის მერიამ 22 016 ლარის ნაგვის ურნები შეიძინა
ასპინძაში ნაგვის ახალი ურნები დადგეს
ბორჯომის ქუჩებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს
ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან