FM97.5 / LIVE

საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქე ახალქალაქის მერიას სააპელაციოშიც უჩივის

მთავარისიახლე, სამართალი 13.06.2019
მოქალაქე ახალქალაქის მერიას საგზაო ნიშნის უკანონოდ დამონტაჟებას ედავებოდა. მან ამ ნაწილში სასამართლო მოიგო, მაგრამ ისევ სააპელაციო სასამართლოში ჩივის.

საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქე ახალქალაქის მერიას  სააპელაციოშიც უჩივის

ახალქალაქში მცხოვრები მიხეილ ღრმაჯიანი, სააპელაციო სასამართლოში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, საქმის წარმოების ხარჯების ანაზღაურების მხრივ, მერიას მხოლოდ 700 ლარის გადახდა დაეკისრა.

„ადვოკატის თუ სხვა ხარჯები, რაც სასამართლო პროცესებს უკავშირდებოდა, თითქმის 3 000 ლარამდე იყო, თუმცა კანონით 2 000 ლარი უნდა აენაზღაურებინათ და ამას ვითხოვდით, სასამართლომ კი არ დაგვიკმაყოფილა. ამიტომ სააპელაციოს სარჩელში ზუსტად ამას ვითხოვთ“, – ამბობს მიხეილ ღრმაჯიანი.

მან სააპელაციო სასამართლოს ივნისის დასაწყისში მიმართა, თუმცა მიიღო თუ არა სააპელაციო სასამართლომ საქმე წარმოებაში, შეტყობინება არ მისვლია.

ახალქალაქში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშანი გასული წლის დეკემბერში, მერიის ეკონომიკის სამსახურის გადაწყვეტილებით დაიდგა, რამაც ამავე ქუჩაზე მდებარე კომერციული ობიექტების მეპატრონეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მერიამ მათ ქუჩაზე საგზაო ნიშანი უკანონოდ დადგა და მის დემონტაჟს ითხოვდნენ. მიხეილ ღრმაჯიანმა სარჩელით რაიონულ სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო. სასამართლო გადაწყვეტილება ახალქალაქის მერიას სააპელაციოში არ გაუსაჩივრებია.

“ჩვენ არ ვასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ, რადგან ისევ მათ გაასაჩივრეს, ჩვენ შესაგებელს შევიტანთ და სასამართლო განხილვაში ჩავერთვებით,“ – გვითხრა ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქემ ახალქალაქის მერიას სასამართლო მოუგო
ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს
ვეტერანების საქმე სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღი
16 წლის გოგონას საქმე სააპელაციოში გაასაჩივრეს
საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა
ადვოკატის უკანონოდ დაკავების საქმეს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს
ახალციხის მერია, ყოფილი თანამშრომლის საქმეზე, გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს