FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ორი მოქალაქის დაკავებას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა

მთავარისიახლე, შემთხვევა 06.06.2019
ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე, მოქალაქეები სამართალდამცველებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც პოლიციამ მოტოციკლეტის მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება სცადა. დაკავებულია ორი მოქალაქე.

ახალქალაქში ორი მოქალაქის დაკავებას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა
ფოტო: jnews.ge

ინციდენტი ახალქალაქში დღეს, ექვს ივნისს მოხდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო jnews.ge ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საპატრულო პოლიციამ მოტოციკლისტი გააჩერა. ამ დროს მათთან გაჩერდა “მერსედესის” მარკის მანქანა და იკითხა, რაშია საქმეო.

„პატრულმა უთხრა, გზა გაეგრძელებინა, მან არ გააგრძელა მოძრაობა. მისი ბიძა ცხოვრობს იქ და ის შეკითხვების დასმას განაგრძობდა. ის მერე უკვე ძალით გადმოათრიეს მანქანიდან და დაუწყეს ცემა,“ - ჰყვება jnews.ge-სთან ერთ–ერთი თვითმხილველი.

მოქალაქეების დაკავების დროს ერთმანეთს ადგილობრივები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები პოლიციის თანამშრომლებს მძღოლის დაკავების უფლებას არ აძლევდნენ.



შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს, რამდენიმე ადგილობრივმა, მძღოლის მხარდაჭერის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს მძღოლი. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (ასკ-ის 173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ახალქალაქში 2 მოქალაქე დააკავა. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში.



[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მოქალაქეებსა  და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას  დაკავებულ პირებს ჯარიმა დაეკისრათ
ახალქალაქში დაკავებული 2 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს
ინციდენტი ახალქალაქში პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმების გამო [Video]
ახალქალაქში ქალს მანქანა დაეჯახა
დაპირისპირება ახალქალაქში - დაწყებულია გამოძიება
ადიგენში მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იჯდა
ახალციხეში პოლიციის პიკაპი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ