FM97.5 / LIVE

‘ძირს ეგდო და სისხლის გუბე იყო გარშემო’ – ახალციხეში 27 წლის კაცს სცემეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.06.2019
ახალციხეში, ერთ–ერთი რესტორანში მომხდარი ჩხუბის შედეგად, 27 წლის კაცი დაშავდა. იგი თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული.

‘ძირს ეგდო და სისხლის გუბე იყო გარშემო’ – ახალციხეში 27 წლის კაცს სცემეს
შემთხვევა 30 მაისს, 02:00 საათზე მოხდა. რესტორნის მფლობელის განმარტებით, ახალგაზრდები მეგობრის შვილის დაბადებას აღნიშნავდნენ. ყველა მათგანი ნასვამ მგდომარეობაში იმყოფებოდა. სუფრაზე დაწყებული კამათი, რესტორნის ეზოში ჩხუბში გადაიზარდა.

“ერთმანეთს ურტყამდნენ, არ ვიცი რატომ ჩხუბობდნენ. ერთმა მათგანმა გაფუჭებული მაგიდის ფეხს მოჰკიდა ხელი რომ მეორესთვის დაერტყა, მაგრამ შევაჩერეთ. ზოგს თავი ჰქონდა დაშავებული, ზოგს ცხვირი. ერთი განსაკუთრებით დაშავდა, ძირს ეგდო და სისხლის გუბე იყო გარშემო. იარაღი არავის უხმარია, ალბათ ხელი ჰკრეს ჩხუბის დროს და დაეცა“.

რესტორნის მფლობელი გვეუბნება, რომ მათ არც სასწრაფო და არც პოლიცია გამოუძახებიათ. „პატრულმა თვითონ შეამჩნია ეს სიტუაცია და შემოვიდა. დაშავებული ბიჭი როგორც ვიცი თვითონ ადგა და წავიდა, აქ სასწრაფოც არ მოსულა“.

დაშავებული 27 წლის კაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს, იქიდან კი თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გაწერეს. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მომხდარზე არ საუბრობენ, ტრავმატოლოგიურში კი აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. მისი დიაგნოზი თავის ქალის ფუძის მოტეხილობაა. სისხლჩაქცევებიც აქვს ტვინში. კონტაქტურია, გონებაზეა, მაგრამ არის მძიმე პაციენტი“,–გვითხრეს თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში.

დაშავებული ბიჭის დედა ამბობს, რომ მოხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: „მე ვიცი რომ წაიქცა და ამ დროს მიიღო დაზიანებები, სხვას ვერაფერს გეტყვით“.

მოხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ველოდებით.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩხუბში მძიმედ დაშავებული კაცი კლინიკიდან გაწერეს
ახალციხეში 27 წლის კაცის ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ასპინძაში დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
მუგარეთთან დაშავებული ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ახალციხეში მოტოციკლის დაჯახებისას დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ხერთვისთან დაშავებული ოთხი მგზავრიდან სამი კლინიკიდან გაწერეს
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 20 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა