FM97.5 / LIVE

მეეზოვის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 17 მაისს გამოცხადდება

მთავარისიახლე, სამართალი 17.05.2019
ახალციხის რაიონულ სასამართლოში კეთილმოწყობის სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვის დათო ლომიძის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს,17 მაისს 17:00 საათზე გამოაცხადებს.

მეეზოვის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 17 მაისს გამოცხადდება

„კეთილმოწყობის“ ყოფილი თანამშრომლის ინტერესებს ადვოკატი ეკა აბაშიძე იცავს. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკისრებულ მოვალოებას კარგად ასრულებდა, გარდა ამისა, ლომიძე აღნიშნულ სამსახურში ათი წელი მუშაობდა, სამართლებრივად მისი გათავისუფლების მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტა ვერ გახდებოდა.

საქმის არსებითი განხილვა ახალციხის რაიონულ სასამართლოში გუშინ, 16 მაისს გაიმართა. პროცესს მოპასუხის მხრიდან შპს-ს დირექტორი, კობა კურტანიძე კეთილმოწყობის სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.

კურტანიძის თქმით, მეეზოვე არაკეთილსინდისიერად ასრულებდა სამუშაოს, რის გამოც ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. გარდა ამისა, „კეთილმოწყობა“ 2017 წელს შეიქმნა და შესაბამისად დათო ლომიძე ორი წელია რაც თანამშრომელია, შესაბამისად მას უვადო ხელშეკრულება ვერ ექნებოდა.

ეკა აბაშიძის განმარტებით 2017 წელს შექმნილი შპს წინა „კეთილმოწყობის“ სამსახურის სამართალმემკვიდრეა: „ამონაწერში წერია, რომ მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია განხორციელდა და ამის შედეგად შეიქმნა ახალი. რაც იმას ნიშნავს, რომ დათო ლომიძეს უვადო შრომითი ხელშეკრულება აქვს“.

გარდა ამისა, ეკა აბაშძემ შპს „კეთილმოწყობისგან“ ხელფასის გაცემის წესი გამოითხოვა იმის დასადგენად, გვიდნენ თუ არა მეეზოვეები ქუჩებს ფართობების მიხედვით, ადვოკატის განმარტებით, შპს–ისგან მიწოდებულ შრომით ხელშეკრულებაში მხოლოდ ქუჩებია მითითებული და არ ჩანს, თუ რამდენი მეტრის დასუფთავება უწევდათ თანამშრომლებს.

მოპასუხე მხარემ დასაგველი ქუჩების ფართობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. პროცესზე შპს „კეთილმოწყობის“ სპეციალისტმა, ირაკლი კურტანიძემ განაცხადა, რომ მეეზოვეები სიტყვიერად იყვნენ გაფრთხილებულები გზის რომელ მონაკვეთზე რამდენი მეტრი უნდა დაესუფთავებინათ.

ლომიძე, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს ხუთ თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს. ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ "კეთილმოწყობის" სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ, კეთილმოწყობაში კი ირწმუნებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაითხოვეს, მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ.

დავით ლომიძის სასარჩელო მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენაა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო
მეეზოვემ და ელეტრიკოსებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს
შპს 'კეთილმოწყობამ'  მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეზე განაჩენი გაასაჩივრა
ახალციხეში ‘კეთილმოწყობის’ სამსახურიდან  მეეზოვეები გაათავისუფლეს
მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმე სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
‘საახალწლოდ ქალაქის მორთვისას ანაზღაურება არ მიგვიღია’– ელექტრიკოსები მოსამართლეს
‘ვინც ვყვიროდით გამოგვიშვეს' – მეეზოვეები ‘კეთილმოწყობაში’ აუდიტის შესვლას ითხოვენ