FM97.5 / LIVE

ბორჯომში 'ახალი კავალერიის კორპუსს' რესტავრაცია ჩაუტარდება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 15.05.2019
ბორჯომში „ახალი კავალერიის კორპუსს“ რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობაში მუზეუმთან ერთად, მცირე სახელოვნებო სივრცეები მოეწყობა.

ბორჯომში 'ახალი კავალერიის კორპუსს' რესტავრაცია ჩაუტარდება [R]

აღნიშნულ თემაზე, პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივ თვითმმართველობაში მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაწყო.

განხილვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პროექტით დაინტერესებული მოქალაქეები და "საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრები დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუზეუმში განთავსდება მისაღები, სუვენირებისა და წიგნების მაღაზია, პატარა კაფე, დროებითი საგამოფენო დარბაზი, საპრეზენტაციო დარბაზი და საგანმანათლებლო სივრცე. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროექტი მოიცავს ვიზიტორთა ცენტრის გარშემო ტერიტორიების კეთილმოწყობასაც.

კავალერიის შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და 2020 წლის ბოლოს დასრულდება. შენობის რესტავრაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

ყოფილი „ბორჯომის კავალერიის შენობა“ 1880 წელს აშენდა და წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავ ძეგლს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 'კავალერიის კორპუსის' რეაბილიტაცია დაიწყო
ბორჯომში ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში მუზეუმი განთავსდება
წაღვერში კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში მასშტაბური პროექტებს განხორციელებას გეგმავს
აბასთუმნის ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
ახალციხეში ყოფილი სამხედრო ბაზის ავარიული შენობების დემონტაჟს GIZ–ი დააფინანსებს