FM97.5 / LIVE

ასპინძაში სასაფლაომდე მისასვლელი გზა ეწყობა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.05.2019
ასპინძაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 331 757 ლარი იხარჯება.

ასპინძაში სასაფლაომდე მისასვლელი გზა ეწყობა

ასპინძაში, ერეკლე მეორეს, ყაზბეგისა და დედაენის ქუჩებიდან სასაფლაოზე მისასვლელი გზაზე ორი კილომეტრის და 100 მეტრის მონაკვეთზე ბეტონი დაიგება.

ასპინძაში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2–თან“ ხელშეკრულება ერთი კვირის წინ გაფორმდა და სამუშაოებიც დაიწყო.

„უფრო ადრეც გვინდოდა დაგვეწყო გზის მშენებლობა, თუმცა აღდგომა დაემთხვა და გადავწყვიტეთ, რომ სასაფლაოზე ხალხის მისვლისთვის ხელი არ შეგვეშალა, დასრულებულიყო ყველაფერი და სამუშაოები მერე დაგვეწყო“,– გვითხრა ასპინძის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასაფლაოსთან მისასვლელი გზა წლებია ამორტიზებულია და როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით გადაადგილება რთულია: „მშრალ გზაზე მანქანა ძლივს დადის და წვიმიან ამინდში საერთოდ ვერ გაივლი".

„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2–მა“ გზაზე სამშენებლო სამუშაოები 90 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სოფელ ოთასთან მისასვლელი გზა კეთდება
ასპინძაში რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის  მშენებლობა დაიწყო
სოფელ ფერსაში მისასვლელი გზა მოასფალტდება
საფარის გზის მშენებლობა დასრულდა
აგარების მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
აგარების მონასტერამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო