FM97.5 / LIVE

11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.04.2019
დღეს, პირველ აპრილს, ორკვირიანი პაუზის შემდეგ, 11 წლის ბიჭი გაკვეთილებზე დაბრუნდა. ასევე, კლასში ახალი დამრიგებელი შევიდა. ის მეექვსეკლასელებს ქართულსაც ასწავლის.

11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს

ბავშვი სკოლაში ფსიქოლოგების რჩევით დაბრუნდა.

„მითხრა წავალ სკოლაში, ოღონდ შენც გამომყევიო და გამოვყევი, მე გარეთ ვდგავარ და ის კი გაკვეთილზე ზის. ფსიქოლოგებიც ჩვენც ვესაუბრებოდით, რომ ეს ყველაფერი უნდა გადალახოს და სკოლაში დაბრუნდეს“, – ამბობს დედა.

მისივე თქმით, თუ ბავშვი ისევ ცუდად გახდა, სხვა სკოლაში გადაიყვანს.

11 წლის ბიჭის კლასს უკვე ახალი დამრიგებელი ჰყავს, იგი ამავე კლასს ქართულსაც ასწავლის. ყოფილ დამრიგებელს კი კლასი 14–მა მშობელმა იმის გამო დაატოვებინა, რომ იგი 11 წლის ბიჭის პოზიციას იცავდა.

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკისრა. მასწავლებელი ბავშვზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და მისი ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს და ყველაფერი მოგონილია. ამ მიზეზით მშობლებმა დამრიგებლის კლასიდან წასვლაც მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად, 25 მარტს, ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს. მეორე დღეს კი დამრიგებელმა კლასი დატოვა.

საქმეს ახალციხის რაიონული სამმართველო ძალადობის მუხლით იძიებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ
მეორე კვირაა 11 წლის ბიჭი სკოლაში არ დადის, მისი კლასელები კი გაკვეთილებზე დაბრუნდნენ
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
დამრიგებელი, რომელსაც მშობლებმა კლასი დაატოვებინეს, დაკითხვაზე დაიბარეს