FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში აგრარული ბაზარი აშენდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.03.2019
ნინოწმინდაში პროდუქტი ქუჩებში აღარ გაიყიდება, მერია გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით ქალაქში დახურული ტიპის აგრარულ ბაზარს აშენებს.

ნინოწმინდაში აგრარული ბაზარი აშენდება

აგრარული ბაზრის მშენებლობისთვის ნინოწმინდის მერიამ ტენდერი 191 000 ლარზე გამოაცხადა. ამ დრომდე, ქალაქში სხვადასხვა პროდუქტი ქუჩებში, სხვადასხვა ადგილზე იყიდება.

„ბაზრის მოწყობით ვაჭრობა არალეგალური ადგილებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავა. წლებია რაც ქალაქს აგრარული ბაზარი არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ ხალხი კონკრეტულ ობიექტში ლეგალურად ვაჭრობდეს“, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი.

ბაზარი ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩის მიმდებარე აშენდება. საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, ბაზრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო, საწყობი, ხორცის სავაჭრო პავილიონი და გარე შადრევანი. ტენდერში განაცხადების მიღება 27 მარტამდე გაგრძელდება. ბაზრის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში დასრულდება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 აზერბაიჯანმა მობილიზაცია გამოაცხადა, სომხეთთან საზღვარზე მსხვერპლია - რა საფრთხეს ქმნის ეს?

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან
სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქის ბაზარი გაიხსნა - სეს

ბორჯომის აგრარული ბაზარი გაიხსნა
საწყობი ბაზრის ნაცვლად – ბაზრის დირექტორმა 'მერსი ქორფსის' ფულს მიზნობრიობა შეუცვალა
სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები  მომხმარებლებისთვის ღიაა
ბაზრის დირექტორი: ‘ხანძარმა 65 000 ლარამდე გვაზარალა’
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი