FM97.5 / LIVE

ლია მუხაშავრია: მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს ჭელის საქმის გამოძიება

მთავარისაზოგადოება 28.08.2013
ადვოკატი, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას გამოყენებული ზომები ადექვატური უნდა ყოფილიყო იმ კანონდარღვევისა, რა კანონდარღვევითაც მინარეთის დემონტაჟის აუცილებლობა ახსნეს.

ლია მუხაშავრია: მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს ჭელის საქმის გამოძიება
„ის, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მომხდარით იმ ადამიანების უფლებები დაირღვა, ვის ინტერესშიც იყო სოფელში მინარეთის არსებობა, ცალსახაა. მით უფრო, რომ არაადექვატური ზომები გამოიყენეს დემონტაჟისას“, - ამბობს მუხაშავრია.

მისივე თქმით, რადგან მინარეთის მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდათ მუსლიმებს, პროცედურა მისი დაკანონების უნდა წარმართულიყო ისე, როგორი პროცედურაც არსებობს კანონით, რომ დაეკანონებინათ მშენებლობა: „ან, საბოლოოდ უნდა მიეცათ ნებართვა, ან, უარის შემთხვევაში, გასაჩივრების უფლებით უნდა ესარგებლათ დროულად, ვიდრე დემონტაჟი მოხდებოდა. ამიტომ, ის რომ დემონტაჟი მოხდდა, ყველა სხვა თანმდევი მოვლენების გარეშეც, ეს არის ცალხასად დარღვევა“.

მუხაშავრია ყურადღებას იმ მოვლენებზეც ამახვილებს, რაც დემონტაჟს მოჰყვა: „მეორე ძალიან მძიმე საკითხია ის, რომ დემონტაჟის თანმხლები იყო ძალადობრივი აქტი და ოპერაცია, რომელსაც ამდენი ადამიანის დაპატიმრება და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა“.

მისი განმარტებით, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა, მან აშკარად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები: „იმიტომ, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ამ ქვეყანაში არსებობს და თუ ვინმემ მშენებლობის ნებართვის გარეშე მიაშენა მინარეთი, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ფორმის ძალადობრივი ოპერაციით უნდა მომხდარიყო მისი დემონტაჟი“.

მუხაშავრია ფიქრობს, რომ ამ საქმის დეტალური გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს: „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა, რომ მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს ამ საქმის დეტალური გამოძიება, გაარკვიოს ვინ დაგეგმა ეს ოპერაცია, როდის გახდა ცნობილი ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფებისთვის, რა პროცედურები დაირღვა მიშენების თვალსაზრისით, ნებართვის მიღების თვალსაზრისით და რამდენად პროპორციულია ეს დარღვევები იმ ოპერაციისა, რაც განხორციელდა. მეორეც, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან მგრძნობიარე საკითხი და არ შეიძლებოდა ამ საკითხის ამ ფორმით წარმართვა. ამიტომ, ბუნებრივია, ძალიან სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს ის, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა და ვისი ხელმძღვანელობითაც ჩატარდა და არამც და არამც აღმსრულებელი, იმიტომ რომ ისინი ბრძანებას ასრლებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყოს“.

რაც შეეხება ზოგადად აღმსარებლობის თავისუფლებას და რელიგიური კონფლიქტის საფრთხეებს, მუხაშავრია ამბობს, რომ საქართველოს აღმსარებლობის თავისუფლების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები აქვს: „ჩვენ უკვე წაგებული გვაქვს იეღოველთა საქმე ევროსასამართლოში და იმ საქმის აღსრულებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, მუსლიმებთან დაიწყო ურთიერთობის ესკალაცია, რაც ძალიან სახიფათოა. მე ვფიქრობ, რომ ვიღაც შეგნებულად ახდენს ამის ესკალაციას, იმიტომ, რომ გადაიზარდოს სერიოზულ კონფლიქტში მოსახლეობის შიგნით, რაც არც სახელმწიფოს სჭირდება და არც ამ საზოგადოებას“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელაში, 26 აგვისტოს, მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. მანამდე, 20 აგვისტოს, მინარეთის დემონტაჟის შესახებ ადიგენის საკრებულომ ბრძანება გამოსცა. მოტივად მინარეთის მშენებლობის ნებართვის გარეშე დამონტაჟება დასახელდა. პარალელურად, მუსლიმებს 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. თუმცა, მინარეთის დემონტაჟი გამგეობის ინიციატივით არ განხორციელებულა. შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით განხორციელდა.

მაშინ, როდესაც სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობდა, სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტილი იყო. გზა მას შემდეგ გაიხსნა, როცა მინარეთის ნაწილები სოფლიდან პოლიციის ავტომანქანების კოლონით გამოიტანეს.

მინარეთის წამოღების შემდეგ, სამი სოფლის: ჭელის, ჭეჭლისა და საირმის მცხოვრებლები ავტომანქანების კოლონით ახალციხეში გამოემართნენ და სამხარეო სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ. სამმართველოს შენობასთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. აქცია ორ დღეს გაგრძელდა. 9 დაკავებულიდან 3 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, 6-ს კი ადმინისტრაციული სასჯელი, 400 ლარი ჯარიმა დაეკისრა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელის ინციდენტისას დაზარალებულები [Photo]
სამხარეო სამმართველოს შენობას დაკავებულები ეტაპობრივად ტოვებენ
ადიგენის გამგებელი:  'მინარეთის დემონტაჟი საბაჟომ განახორციელა'
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ
TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
ადიგენის საკრებულომ ჭელის მინარეთის დემონტაჟი გადაწყვიტა