FM97.5 / LIVE

სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს გირაო შეეფარდათ

მთავარისიახლე, სამართალი 16.03.2019
ახალციხის მერის ყოფილ მოადგილეს ზაზა გელაძეს, საკრებულოს წევრს სამველ ოვეიანს, ახალციხის მერიის სპეციალისტს გელა მერაბიშვილსა და ქონების მართვის სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს მამუკა პარუნაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს გირაო შეეფარდათ

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს, სასამართლომ გირაოს სახით, სხვადასხვა ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა.

თაღლითობის ფაქტზე, დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ.–ს სასამართლომ აღკვეთის სახით 4 000 ლარი გირაო შეუფარდა;

ახალციხის მერის ყოფილ მოადგილესა და ამჟამად ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსს, ზაზა გელაძეს – 2 000 ლარი;

ქონების მართვის სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს მამუკა პრუნაშვილს – 2 000 ლარი;

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, ამჟამად ამავე საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული კომისიის, ასევე სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრს სამველ ოვეიანს – 1 000 ლარი;

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროს სპეციალისტს მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში, ამჟამად კი ახალციხის მერიის ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტს გელა მერაბიშვილს – 1 000 ლარი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.

ამავე კომისიის თავმჯდომარე ზაზა გელაძემ, კომისიის წევრებმა სამველ ოვეიანმა, გელა მერაბიშვილმა და მამუკა პარუნაშვილმა არ შეისწავლეს ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. შედეგად, ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სუს–მა ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი პასუხისგებაში მისცა
სუს–ის მიერ ბრალდებული პირების სამსახურიდან გათავისუფლებაზე პროკურატურა იმსჯელებს
სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს
ადიგენის „მიწის კომისია“ მუშაობას უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს
ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა