FM97.5 / LIVE

არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს შესაძლოა ჯარში წასვლა მოუწიოთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2019
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. ინიციატივა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის.

არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს შესაძლოა ჯარში წასვლა მოუწიოთ

სესიაშვილის მტკიცებით, ამ ნორმასთან დაკავშირებით არსებობს ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებსაც დარეგულირება სჭირდება.

"პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად", — ამბობს სესიაშვილი.

სესიაშვილი განმარტავს, რომ ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე on.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ინიციატივა დისკრიმინაციულია და იდეა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამის მიღება გაუჭირდეთ... [საპატრიარქოს] ყელში აქვს გაჩხერილი ბიბლიური თავისუფლება კონკრეტულად იმის გამო, რომ ეს კონფესია ქადაგებს თავისუფლებას, ათასობით ადამიანს დაანახა, რა არის თავისუფლების ფასი".

ჯაფარიძის თქმით, სესიაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, მას საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.

[sknews.ge]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საპატრიარქო ჯარში გაწვევის კანონპროექტზე სესიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს
სესიაშვილი თავისი კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს
‘უმცირესობა რომ ვართ, ამიტომ უნდა დავიჩაგროთ?!’– სასულიერო პირები ჯარში გაწვევაზე
ახალწვეულებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას სწავლაში ხელი არ შეეშლებათ
კოალიცია თანასწორობისთვის – 'სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციულია'
'რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს'– ტარიელ ნაკაიძე
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს