FM97.5 / LIVE

ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 27.02.2019
ასპინძის სოფლების დიდ ნაწილში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივებისთვის თავშეყრის ადგილები მოეწყობა. შერჩეული პრიორიტეტები ასპინძის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ იანვარსა და თებერვალში კრება 23 დასახლებულ პუნქტში გამართა. მოსახლეობამ 10 სხვადასხვა კატეგორიის 26 პროექტი შეარჩია.

შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით ასპინძელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის თავშეყრის ადგილების მშენებლობა, ან რეაბილიტაციაა.

ასპინძაში შერჩეული პრიორიტეტების რაოდენობა ასეთია:

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 8 სოფელი;

თავშეყრის ადგილების მშენებლობა–რეაბილიტაცია – 6 სოფელი;

გარე განათების მოწყობა – 4 სოფელი;

სასაფლაოს შემოღობვა–2 სოფელი;

სარწყავი არხის რეაბილიტაცია –1 სოფელი;

სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია – 1 სოფელი;

სოფელში არსებული ხევის რეაბილიტაცია – 1 სოფელი;

საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია – 1 სოფელი;

კულტურის სახლის რეაბილიტაცია – 1 სოფელი;

სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია –1 სოფელი;

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძაში 294 000 ლარი დაიხარჯება. რა თანხით დააფინანსებს მუნიციპალიტეტის მერია პროექტებს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გზა და წყალი – ადიგენის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
ასპინძაში საარჩევნო მასალების გასაკრავად ადგილები განისაზღვრა
ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®