FM97.5 / LIVE

უწყლობა და ანტისანიტარია სამცხე–ჯავახეთის სკოლების ტუალეტებში – რას გეგმავენ მერიები

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 20.02.2019
სკოლების შესახებ ომბუდსმენის მიერ მომზადებული ანგარიშით ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი უწყლოდ დარჩენილი სკოლა სამცხე–ჯავახეთშია. გასული წლიდან კი სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა თვითმმართველობების ვალდებულებაა.

უწყლობა და ანტისანიტარია სამცხე–ჯავახეთის სკოლების ტუალეტებში – რას გეგმავენ მერიები

ანგარიშის მიხედვით, იმ სკოლების დიდი ნაწილი, სადაც ტუალეტებში ანტისანიტარია და უწყლობაა, ახალქალაქსა და ნინოწმინდაშია. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება კი ნინოწმინდის სოფელ საღამოს და ახალქალაქში, სოფელ ბავრის საჯარო სკოლებშია.

„პრობლემები იმ სოფლის სკოლებშია, რომლებშიც წყალი საერთოდ არაა, ასეა მაგალითად, სოფელ ხორენიაშიც. ეს საკითხი მერიამ უნდა მოაგვაროს“, – ამბობს ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღანელი ტერეზა ჩიფჩიანი.

ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი სკოლების უწყლობას მკაცრი კლიმატური პირობებით ხსნიან და ამბობენ, რომ ზამთარში მილები იყინება.

„20–25 გრადუს ყინვაზე წყალი იყინება. თუ ინფრასტრუქტურა ისე მოეწყობა, რომ ეს პრობლემა აღარ შეიქმნება, სკოლებს წყალი ექნება. ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ვაცნობე და მითხრეს, რომ ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდება“, – გვითხრა ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დავით ზედგინიძემ.

2018 წლიდან რეგიონებში სკოლების სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება განათლების სამინისტროს ნაცვლად, ადგილობრივ თვითმმართველობებს დაევალათ. გარდა ამისა, მერიების ფუნქციაა სკოლების საჭიროებების შესწავლა და პრიორიტეტების განსაზღვრაც.
ახალქალაქის მერიაში ამბობენ, რომ სკოლებში მდგომარეობის შესწავლა უკვე დაიწყეს: „ჯერ ერთი კვირაც არაა, რაც სამინისტროდან თანხა შემოვიდა და ჩვენი თანამშრომლები დადიან სკოლებში ვითარების შესასწავლად. ამიტომ ჯერ არ ვიცით კონკრეტულად რომელ სკოლაში რა გაკეთდება და რა თანხა დაიხარჯება“, – ამბობს მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.

სკოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყეს ნინოწმინდაშიც. როგორც მერი ანივარდ მოსოიანი ამბობს, წელს ყველა სკოლაში, სადაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება: „ყურადღებას სველი წერტილებისა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე ვამახვილებთ. ახლა შესწავლის ფაზაში ვართ“.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრულად კეთილმოწყობილი მხოლოდ ახალციხის პირველი და ვალის პირველი სკოლებია. რეაბილიტირებულ სკოლებს, ბუნებრივია, წყალი აქვთ, თუმცა, როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ პირველი სკოლის მოსწავლეები ყვებიან, არცერთ საპირფარეშოში არც ქაღალდია და არც საპონი.

„სკოლების საჭიროებები რესურსცენტრთან ერთად შევისწავლეთ. არამარტო სველი წერტილები, არამედ სკოლების შიდა და გარე ინფრასტრუქტურაც მოსაწყობია. მაგალითად, ვალეს მესამე სკოლას სრული რეაბილიტაცია სჭირდება. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები განათლების სამინისტროსთან, თუ რას გააკეთებს ის და რას მერია“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობაზე სკოლების გადაცემის პროცესი ჯერ არ დასრულებულა: „როცა ინვენტარიზაცია დასრულდება და სკოლების რეაბილიტაციის მიზნით მუნიციპალური ფონდიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა გაირკვევა, მაშინ გვეცოდინება ზუსტად წლის ბოლომდე რომელ სკოლაში რისი გაკეთება მოესწრება“.

ასპინძის მერი კი ამბობს, რომ მიმდინარე წელს პრიორიტეტი სკოლებში საპირფარეშოების მოწყობა იქნება: „სკოლებში არსებული მდგომარეობა უკვე აღვწერეთ და სამუშაოები ზაფხულიდან დაიწყება. ვგეგმავთ ადაპტირებული ტუალეტების მოწყობასაც“.

ევროსტანდარტების დაცვით გეგმავს სკოლების საპირფარეშოების მოწყობას ბორჯომის მერიაც. რეგიონული განვითარების სამინისტროდან მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციისთვის 470 000 ლარი დაიხარჯება. როგორც ბორჯომის მერის მოადგილე ბუბუა ბერიძე ამბობს, თვითმმართველობამ სკოლების აღწერა უკვე დაასრულა.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით სკოლებისთვის მიმდინარე წელს ჯამში 14 103 412 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა რეგიონში 2019 წელს ოთხი ახალი სკოლა აშენდება, მათ შორის ორი ადიგენში, თითო–თითო კი ასპინძასა და ნინოწმინდაში იქნება.

საქართველოს სახალხო დამცველმა ქვეყნის ექვს რეგიონში 108 საჯარო სკოლა შეისწავლა, მათ შორის დიდი და პატარა სკოლები სოფლებსა და ქალაქებში. ანგარიშის მიხედვით, სკოლების ფიზიკური მოწყობა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეთა საჭიროებებზე.

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ სამცხე–ჯავახეთის 168 საჯარო სკოლიდან 24–ში წყალი საერთოდ არაა, 115–ის შენობაში კი შეყვანილი არაა და ხელის დაბანა მხოლოდ ეზოებშია შესაძლებელი. რეგიონში მხოლოდ 61 სკოლაა ისეთი, სადაც ცენტრალური წყალმომარაგება სკოლის შენობაშია.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის სკოლების ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს-რას გეგმავს მერია
სამცხე–ჯავახეთის 24 სკოლაში არც სასმელი და არც სამეურნეო წყალი არ არის
დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს
‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები
სამცხე–ჯავახეთის რომელ სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი
ახალციხის სკოლების მდგომარეობას განათლების სამინისტრო იკვლევს
ომბუდსმენი: 'სკოლების დიდ ნაწილში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია'