FM97.5 / LIVE

ააიპ–ი შექმნეს, თუმცა მისი ფუნქციონირებისთვის თანხის ოდენობა ჯერ ვერ განსაზღვრეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.02.2019
სამცხე–ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მერებს იმ რეგიონული ააიპ–ის პროექტი წარუდგინეს, რომლისთვისაც თანხა ექვსივე თვითმმართველობიდან უნდა გამოიყოს. თუმცა, შეხვედრა ისე დასრულდა, რომ რა თანხა უნდა გაიწეროს ბიუჯეტებიდან ჯერ ზუსტად ვერ განსაზღვრეს.

ააიპ–ი შექმნეს, თუმცა მისი ფუნქციონირებისთვის თანხის ოდენობა ჯერ ვერ განსაზღვრეს

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს პროექტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა თორნიკე ზირაქიშვილმა წარუდგინა. იგი რეგიონის პირველ პირებს ააიპ–ის დანიშნულებისა და მისი შექმნის მიზნების შესახებ ესაუბრა. ასევე, ბოლო პერიოდში ტურიზმის სფეროში განხორციელებული პროექტები წარუდგინა.

რეგიონული ააიპ-ის ფუნქციონირებისთვის თანხა ექვსივე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თუმცა, ამ დროისთვის ააიპ–ის ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა განსაზღვრული არაა.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მუნიციპალიტეტბთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ეკა ორჯონიკიძის განმარტებით ააიპ-ის შექმნის საწყისმა თანხამ 70 000 ლარი უნდა შეადგინოს. თუმცა, როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, ამ დრომდე მუნიციპალიტეტებიდან გასაწერი თანხების ოდენობა დაზუსტებული არაა.

ააიპ–ი შექმნეს, თუმცა მისი ფუნქციონირებისთვის თანხის ოდენობა ჯერ ვერ განსაზღვრეს

„ორგანიზაციამ უნდა დაიწყოს მუშაობა, თანამშრომელბი დატრენინგდნენ, თანხის გამოყოფა კი ეტაპობრივად შეიძლება. თანხა, რომ იქნება საჭირო, ჩვენ შევიტანთ ცვლილებასბიუჯეტში და ააიპ–ის დავაფინანსებთ. ასე, რომ მთავარია ორგანიზაცია მუშაობას შეუდგეს, თორემ ფული რომ მივცეთ და ვერ დახარჯონ, ეგრე არ გვინდა“, – განაცხდა შეხვედრაზე ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.

მის პოზიციას იზიარებს სამცხე–ჯავახეთში მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი: „თავიდან ორგანიზაციამ მიზერული ბიუჯეტით უნდა დაიწყოს საქმიანობა, რომ მუნიციპალიტეტები დააჯერონ იმაში, რომ ის ქმედითი იქნება“.

„მიზერული ბიუჯეტით ვერ შეძლებს ეს ააიპ–ი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და თუ ასე მოხდება, მაშინ ცუდი მაგალითი შეიქმნება და მიზნების განხორციელება ხუთი წლით გადაიდება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულებამდე თორნიკე ზირაქიშვილმა, თუმცა რა ოდენობის თანხა სჭირდება ააიპ–ის მუშაობის დასაწყებად ეს არც შეხვედრაზე დააზუსტა და არც მოგვიანებით, ამავე საკითხზე „სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვას უპასუხა.

ააიპ–ი შექმნეს, თუმცა მისი ფუნქციონირებისთვის თანხის ოდენობა ჯერ ვერ განსაზღვრეს

შეგახსენებთ, რომ DMO საქათველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით, რეგიონული ააიპ-ი იქმნება. შექმნილი ორგანიზაცია კი ტურისზმის განვითარებისთვის და მისი პოპულარიზაციისათვის იმუშავებს.

[თორნიკე ზაზაძე – ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ტურისტული ააიპ–ი იქმნება
კვირის აქცენტი: ახალი ააიპ-ი რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის [Video]
ახლადშექმნილი ინტერმუნიციპალური ააიპ–ი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსს აცხადებს
ტურისტულმა ააიპ-მა თანამშრომლები მეორედ გამოცხადებულ კონკურსზეც ვერ შეარჩია
ტურისტული ააიპ–ისთვის ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა
ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს