FM97.5 / LIVE

ახალციხეში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 17 წლის ბიჭი დაშავდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 05.01.2019
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი ახალგაზრდა დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარს შსს ძალადობის მუხლით იძიებს.

ახალციხეში  ფიზიკური დაპირისპირების შედეგად  17 წლის ბიჭი  დაშავდა
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე დაპირისპირება, ორ იანვარს დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ 17 წლის ახალგაზრდის მამა უყვება, მისი ორი შვილი, ორ მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 15–მდე ახალგაზრდა თავს დაესხა და ცემა დაუწყო–„აქვე, ჩვენს ქუჩაზე მოხდა შემთხვევა, ხმაური რომ გავიგე გარეთ გასაშველებლად გავვარდით. რომ მივედით ისინი გაიქცნენ. ჩემი შვილი კარგად იყო ნაცემი, პოლიციას გამოვუძახეთ. სასწრაფომ საავადმყოფოში წაიყვანეს. დანარჩენებს არაფერი დაზიანება ჰქონდათ“.

რა გახდა ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი, დაშავებულის მამამ არ იცის–„ჩემი შვილი მეუბნება არცერთს ვიცნობო, ალბათ ვიღაცეებში შევეშალეთ მოულოდნელად მოვარდნენ და ცემა დაგვიწყესო. ვერც მე ვიცანი, დაახლოებით 15–დან 20 წლამდე ასაკის ბიჭები იყვნენ“.

17 წლის ახალგაზრდა ამ დრომდე „ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ რჩება, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ დაჟეჟილობები მას, თავის არეში აქვს მიღებული–„მდგომარეობა სტაბილურია და არც მისი თბილისში გაგზავნა გამხდარა საჭირო. ჯერ ვაკვირდებით, როდის გავწერთ არ ვიცით“.

მომხდარს, ახალციხის რაიონული სამმართველო 126–ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს. დღეს, ხუთ იანვარს, პოლიციაში შემთხვევის მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეოდა. „ამ დრომდე დაკავებული არავინ არის“,–აცხადებენ შსს–ში.

როგორც დაშავებულის მამა ამბობს, მისი ორივე შვილი სმართალდამცველებმა გუშინ, ოთხ იანვარს გამოკითხეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ორივე ხელი მოტეხეს,  საოპერაციოა’ – ახალციხეში  დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა
შსს-მ იმ ბიჭის საქმის ძიება დაიწყო, რომელსაც ჩხუბში ორივე ხელი მოტეხეს
ახალციხეში ნაცემი ქალის საქმეზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია
ჩხუბი ახალციხის ცენტრში – ნაცემია 39 წლის  ქალი [ფოტო]
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ავარიის შედეგად შუახნის კაცი დაშავდა
ახალციხეში 'ბოლო ზარი' ავტოავარიით დასრულდა